ალეკო ელისაშვილი

10 Jan. 2025, 22:12

"როგორც ჩანს, ვივამედი ისე აცხობს და წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ და დაავალებენ.

ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, გამოკვლევები ჩამიტარეს, რენტგენიც გადამიღეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო. ბოლო დროს ტკივილმა მომიმატა, დღეს ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი.

წარმომიდგენია, სხვა უფრო მძიმე დაზიანებების დროს დიაგნოზებში რას ჯღაბნიან. სცემთ, აკავებთ ხალხს, ჯანდაბას, დიაგნოზი მაინც უთხარით მართალი, იქნებ, ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს წყვეტს.

12 წლის შემდეგ ქართული ოცნების ერთადერთი მიღწევა ის აღმოჩნდა, რომ ნაცებს გადაასწრეს სადიზმში, ფეხებზე ჰკიდიათ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

მაგრამ რაც არ უნდა აცხოთ და აფორმოთ ვივამედში დიაგნოზები, ვერც მძარცველ პოლიციას ვეღარ აღუდგენთ რეპუტაციას და აღარც ისტერიულ ბოდვებში მყოფ ქართულ ოცნებას ეშველება მაგით რამე. სადაც უკვე აქამდე დავიდნენ, მართლა წასულია ამათი საქმე და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!"

BO-1 aleko_elisashvili.jpg

კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე ინფორმაციას უარყობს.

BO-2 Custom embed code

კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…