„გაათანაბრე“ ბუნებრივი გაზის გადასახადი – „სილქ ბანკისა“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ ახალი პროგრამა
ფოტო: სილქ ბანკი
ზამთარი ბევრ დამატებით საზრუნავთან ასოცირდება, რომელთაგან ერთ-ერთი მკვეთრად გაზრდილი კომუნალური გადასახადებია. მომხმარებლებს მძიმე ტვირთად განსაკუთრებით ბუნებრივი გაზის ხარჯები აწვებათ. ამ პრობლემის გადასაჭრელად მეორე წელია, „სილქმა“ და „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ახალი პროგრამა – „გაათანაბრე“ დანერგა.
„გაათანაბრე“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს გაზში ყოველ თვე ფიქსირებული თანხა გადაიხადონ და თავიდან აირიდონ ზამთარში მკვეთრად გაზრდილი ხარჯები. პროგრამა წამყვან ევროპულ ქვეყნებში აპრობირებულ მეთოდს ეფუძნება, რომელიც ადგილობრივ რეალობაზე ადაპტირდა და ქართული ბაზრის მოთხოვნებს მოერგო.
როგორ გამოითვლება ფიქსირებული გადასახადი?
ყოველთვიური ფიქსირებული თანხა ყველა აბონენტისთვის ინდივიდუალურად გამოითვლება: „გაათანაბრეში“ ჩართვის შემდეგ, პროგრამა მომხმარებლის მიერ ბოლო გასული 12 თვის განმავლობაში ბუნებრივ გაზში გადახდილ თანხას დააჯამებს და საშუალო ოდენობას დაიანგარიშებს. სწორედ ამ ფიქსირებულ თანხას გადაიხდის აბონენტი ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში.
ამ პროცესის საილუსტრაციოდ, მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ: ვთქვათ, აბონენტმა წინა წელს ბუნებრივ გაზში ჯამურად 700 ლარი გადაიხადა. ეს თანხა 12 თვეზე გაიყოფა და დაემატება „გაათანაბრეს“ ყოველთვიური მომსახურების საკომისიო 5%. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ყოველთვიურად 61,30 ლარს გადაიხდის. მოცემული გზით კი პროგრამა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, 45%-მდე თანხა დაზოგოს ცივ სეზონზე.
ყოველი წლის ბოლოს, ნებისმიერი სხვაობა სავარაუდო გადახდებსა და რეალურ დანახარჯს შორის დაკორექტირდება და აბონენტის ანგარიშზე დადებითი ან უარყოფითი ნაშთით აისახება.
როგორ ჩაერთვებით პროგრამაში „გაათანაბრე“?
პროგრამაში ჩასართავად „სილქის“ ახალ მობილურ აპლიკაციაში დარეგისტრირება და „გაათანაბრეს“ მარტივი ფორმის შევსებაა საჭირო. აბონენტის ნომრის მითითების შემდეგ, ალგორითმი მომხმარებელზე მორგებულ შეთავაზებას დააგენერირებს. დადასტურების შემთხვევაში კი პროგრამა ავტომატურად გააქტიურდება. აბონენტები „გაათანაბრეში“ ჩართვას ანათვალის ასაღებად მისული ინკასატორების ან „სოკარ ჯორჯია გაზის“ სერვის ცენტრების ოპერატორების დახმარებითაც შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ „გაათანაბრეს“ გასააქტიურებლად მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ალგორითმს მხოლოდ „სოკარ ჯორჯია გაზის“ სააბონენტო ისტორიაზე მიუწვდება ხელი.
გასულ წელს პროგრამით სარგებლობა საქართველოს მხოლოდ სამი ქალაქის – რუსთავის, მცხეთისა და ქუთაისის – მოსახლეობას შეეძლო. წელს კი, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მასში ჩართვის შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით „სოკარ ჯორჯია გაზის“ ნებისმიერ აბონენტს მიეცა.
ტრანსფორმაცია, განვითარება და გაციფრულება – ეს ის მთავარი კომპონენტებია, რომლებმაც „სილქ ბანკი“ Silk-ად აქცია და განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა. კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფმა“ გადაწყვიტა, რომ მის ჯგუფში შემავალ ბანკში ცვლილებების დრო იყო. შედეგად, ეს პროცესი დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რაც სერვისებისა და პროდუქტების სრულ ტრანსფორმაციასა და სერვისის მაქსიმალურად გაციფრულებას გულისხმობს.
ვინაიდან ბრენდი მუდმივად არსებულის გაუმჯობესებაზე ზრუნავს, ახალი ნაბიჯების მიმართულებაც ყოველთვის მკაფიოდ, ერთი იდეითაა განსაზღვრული: „უკეთესობისკენ“. სწორედ ამიტომ, ყოველთვის გვაქვს მოლოდინი, რომ რა ინოვაციაც არ უნდა შემოგვთავაზოს ბრენდმა, ის წინაზე უკეთესი და ჩვენს მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული იქნება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები