"ქრისტეს ვნებანის" გაგრძელებაზე მუშაობის დაწყებას მელ გიბსონი მომავალ წელს აპირებს
უკვე წლებია, რაც მელ გიბსონის გახმაურებული ბლოკბასტერის, ქრისტეს ვნებანის, გაგრძელებაზე ვრცელდება ინფორმაცია. თავისი ჩანაფიქრისა და გეგმების შესახებ ამერიკელმა კინორეჟისორმა ცოტა ხნის წინ ჯო როგანის პოდკასტში ისაუბრა. გიბსონს ეპიკურ ბიბლიურ დრამაზე მუშაობის დაწყება მომავალ წელს სურს.
"იმედი მაქვს, [გადაღებებს] მომავალი წლისთვის დავიწყებთ", — აღნიშნავს რეჟისორი, რომელიც თავის ძმასთან და რენდალ უოლესთან ერთად ფილმის სცენარს შვიდი წლის განმავლობაში წერდა. გიბსონის თქმით, ფილმს ქრისტეს აღდგომა ერქმევა, — "მე, ჩემი ძმა და რენდალი ამაზე უკვე შევჯერდით. ასე რომ, რაღაცები დალაგებულია, მაგრამ [სცენარში] წარმოუდგენელი ამბები ხდება; ამბის სათანადოდ მოსაყოლად, ჩემი აზრით, ყველაფერი ანგელოზების დაცემით უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვაგან, სხვა სამეფოში უნდა გადავინაცვლოთ. ჯოჯოხეთში, შეოლში უნდა ამოვყოთ თავი".
თავისი პროექტის შესახებ გიბსონმა სხვა დეტალებიც გაამხილა. რეჟისორის გეგმით, იესო ქრისტეს როლს კვლავ ჯიმ ქევიზელი შეასრულებს. თუმცა, რადგან ქრისტეს ვნებანის გამოსვლიდან უკვე 20 წელზე მეტია გასული, მსახიობის "გასაახალგაზრდავებლად" გიბსონი სხვადასხვა ტექნოლოგიის, მათ შორის, CGI-ის გამოყენებასაც განიხილავს.
რაც შეეხება შინაარსს, ფილმში თხრობა კვლავ ბიბლიურ სიუჟეტს მიჰყვება, ამბავი კი, გიბსონის თქმით, "ანგელოზების დაცემიდან ქრისტეს უკანასკნელი მოციქულის სიკვდილამდე" იქნება მოთხრობილი. რეჟისორი ამატებს, რომ თავისი ჩანაფიქრი "საკმაოდ ამბიციურია" და ბოლომდე დარწმუნებულიც კი არაა, რომ მისი შესრულება გამოუვა.
ბიბლიურ ისტორიაზე დაფუძნებული ქრისტეს ვნებანი, რომელიც ეკრანებზე 2004 წელს გამოვიდა, გახდა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი დამოუკიდებელი კინოპროექტი; $30-მილიონიანი ბიუჯეტის საპირწონედ, ფილმის შემოსავალმა $612 მილიონს გადააჭარბა.
ქრისტეს ვნებანისთვის, რომელიც იესო ქრისტეს ცხოვრების ბოლო საათებზე გვიყვება, სცენარი მელ გიბსონმა და ბენედიქტ ფიცჯერალდმა დაწერეს. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებში დიალოგები მხოლოდ არამეულ, ებრაულ და ლათინურ ენებზეა, რეჟისორი კი ფილმის სხვა ენებზე გახმოვანების წინააღმდეგი იყო.
ქრისტეს ვნებანში სხვადასხვა ქვეყნის მსახიობები მონაწილეობდნენ. იესო ქრისტეს როლი ამერიკელმა ჯიმ ქევიზელმა ითამაშა, მარიამ ღვთისმშობელი რუმინელმა მაია მორგენშტერნმა განასახიერა, მარიამ მაგდალელი კი — იტალიელმა მონიკა ბელუჩიმ.
ჯიმ ქევიზელი და მელ გიბსონი ქრისტეს ვნებანის გადასაღებ მოედანზე
ფოტო: AP / Icon Productions / File
უჩვეულო კომერციული წარმატებისა და ოსკარის სამ ნომინაციაში წარდგენის მიუხედავად, ფილმმა მაყურებელი ორად გახლიჩა. მსახიობების შესრულებამ და რეჟისორის ნამუშევარმა მოწონება კი დაიმსახურა, მაგრამ ნაწილმა ფილმი ძალადობის დაუფარავი სცენებისთვის გააკრიტიკა; ზოგმაც, შინაარსის გამო, მელ გიბსონი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.
ქრისტეს ვნებანის გაგრძელებაზე ხმები პირველად 2016 წელს გავრცელდა, როცა სცენარისტმა რენდალ უოლესმა განაცხადა, რომ მან და გიბსონმა პროექტზე მუშაობა დაიწყეს. 2018 წელს ჯიმ ქევიზელმა თქვა, რომ გიბსონმა მას სცენარის მესამე ვარიანტი გაუგზავნა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები