კახა კალაძე: როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას?
"როცა დასაქმებულთან ხელშეკრულება სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას — ან ვაგრძელებთ, ან — არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურების ხელმძღვანელებმა", — ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებული სიის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც თითქოს თბილისის მერიის სამსახურების უფროსები თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით უშვებენ.
კახა კალაძის თქმით, პოლიტიკური ნიშნით ან საპროტესტო აქციებზე დგომის გამო არავის უშვებენ და ამის მაგალითია მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც პარალელურად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია.
"როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას? ყველაზე კარგი მაგალითი არის ერთ-ერთი პარტიის წევრი, რომელიც დედაქალაქის მერიაში მუშაობს. პოლიტიკური ნიშნით მისი გაშვების სურვილი რომ გვქონოდა, მაგ ადამიანსაც გავუშვებდით. საზოგადოებას არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ და მითუმეტეს თანამშრომლებს. ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ. როცა ხელშეკრულება სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას - ან ვაგრძელებთ, ან — არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურის ხელმძღვანელებმა", — აღნიშნა თბილისის მერმა.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ პროევროპულ აქციებზე დგომისა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, თბილისის მერიის არაერთი უკვე ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ მათი გათავისუფლების მიზეზი სწორედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და საპროტესტო აქციებზე დგომა იყო. ამის მაგალითია, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, გიგა სოფრომაძე, რომელიც ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
- მერიიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დათხოვილი გიგა სოფრომაძე კახა კალაძეს პასუხობს
- მერიიდან გათავისუფლებული გიგა სოფრომაძე კონსტანტინე ჟღენტის "დასმენის წერილს" ასაჯაროებს, რის გამოც ის სამსახურიდან გაუშვეს
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი ლანა ქარდავა წერს, რომ ის მერიიდან განსხვავებული აზრის ღიად გამოხატვის, ევროპასთან ინტეგრაციის მხარდაჭერის, აქციებზე სიარულის, დემონსტრანტებზე ძალადობის ხმამაღლა დაგმობის გამო გამოუშვეს.
თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის თაია მახარაშვილის თქმით, ის სამსახურიდან, "როგორც კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების თანაავტორი და ხელმომწერი პირი, როგორც საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი და წლების განმავლობაში საკუთარი აზრის ღიად გამომხატველი ადამიანი" დაითხოვეს.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები