დემირელის სკოლა ავტორიზაციის ჩამორთმევას გაასაჩივრებს
ფოტო: pdc.ge
დემირელის კერძო კოლეჯი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმებას გაასაჩივრებს. დემირელის ადმინისტრაციის განცხადებით, საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოქვეყნების
შემდეგ, სკოლა კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს, რათა არ შეილახოს სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებები.
დემირელის სკოლის ადმინისტრაცია შეშფოთებას და იმედგაცრუებას გამოხატავს. მათივე განცხადებით, სკოლა 1993 წლიდან წარმატებულ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, რაც მათი არაერთი მოსწავლისა და კურსდამთავრებულის მიღწევებით დასტურდება:
"სულ ახლახან, აგვისტოს დასაწყისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს ტაილანდში გამართულ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ასევე, ევროპისა და მსოფლიოს ინფორმატიკის ოლიმპიადებზე და მხოლოდ ერთ თვეში სკოლამ ქვეყნისთვის ოთხი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ მიღწევებისა, რომელიც მხოლოდ წელს სკოლამ მოუტანა ქვეყანას."
ადმინისტრაციის განცხადებით, 2016-2017 სასწავლო წელი დემირელის კერძო კოლეჯისთვის ძალიან რთული გამოდგა:
"სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში შემოვიდა ფინანსური პოლიცია, მთელი წლის განმავლობაში დაკითხვებზე იბარებდნენ პედაგოგებს, რაც მათთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო. ამავე წელს, ბათუმში თურქეთის კონსულის არაეთიკური განცხადების შემდეგ, ავტორიზაცია გაუუქმდა შაჰინის სახელობის ბათუმის სკოლა-ლიცეუმს, რომელიც დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლაა; დაუსაბუთებელი ბრალდებით დააკავეს დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი და შეუფარდეს საექსტრადიციო პატიმრობა, ხოლო დემირელის სახელობის კოლეჯი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მუდმივად მოიხსენიებოდა ტერორიზმის ჭრილში."
- რატომ დახურეს დემირელის კოლეჯი - ავტორიზაციის საბჭოს წევრის განმარტება
- დემირელის სკოლის დირექტორი: ავტორიზაციის საბჭოს აღმოჩენილი ბევრი ხარვეზი გაზვიადებულია
საქართველოში, ფეტულა გიულენის ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელში შემავალი რვა დაწესებულებიდან ორს ავტორიზაცია უკვე შეუწყდა. დემირელის სკოლა ერთი წლის განმავლობაში ვეღარ გააგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. მანამდე ავტორიზაცია ჩამოერთვა ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმს. მეოთხე თვეა წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს მისჯილი თურქეთის მოთხოვნით დაკავებულ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სისტემაში მოღვაწეობს. ის დემირელის კოლეჯის მენეჯერი იყო.
შაჰინის სკოლის დახურვა მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც და პროცესის მეტი გამჭვირვალობა მოითხოვა.
2016 წლის მარტში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ავტორად თურქეთის ხელისუფლებამ აშშ-ში ემიგრირებული სასულიერო ლიდერი ფეტულა გიულენი დაასახელა და მისი ორგანიზაცია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, არაერთმა სახელმწიფომ დახურა გიულენის ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელში შემავალი დაწესებულებები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები