5 ჟურნალისტი დიქტატურის წინააღმდეგ
ფოტო: On.ge
ჟურნალისტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა, რომელიც ინფორმაციის გავრცელებით, სიმართლის აღმოჩენითა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით დემოკრატიის საფუძვლებს ამყარებს. თუმცა, ეს საქმიანობა ხშირად სერიოზულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. რეპრესიები, დაშინება და ძალადობა იმ გამოწვევების მხოლოდ ნაწილია, რომლებიც ჟურნალისტებს ემუქრებათ, როდესაც ისინი სიმართლის გაშუქებას ცდილობენ. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მათი თავდადება შეუცვლელია საზოგადოების ინფორმირებისა და სამართლიანი სამყაროს მშენებლობისთვის.
ისტორიაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო რეპრესიების მსხვერპლად იქცნენ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ხუთ ჟურნალისტს, რომლებმაც სიმართლისა და კრიტიკული აზრის გავრცელებისთვის გმირულად იბრძოლეს.
1. ორიანა ფალაჩი
ფოტო: EBT
იტალიელი ჟურნალისტი, მწერალი და ომის კორესპონდენტი, ორიანა ფალაჩი, მსოფლიო ლიდერებთან თავისი პირდაპირი და პროვოკაციული ინტერვიუებით გამოირჩეოდა. ამ მსოფლიო ლიდერების ჩამონათვალი კი მართლაც შთამბეჭდავია. მაგალითად, მან ჩაწერა ინტერვიუ აიათოლა ხომეინთან, მუამარ კადაფისთან და ა.შ.
9/11-ის ტერაქტების შემდეგ, მისი საჯარო გამოსვლებისა და გავრცელებული მესიჯების გამო ორიანა დიდი გამოწვევებისა და რეპრესიების წინაშე დადგა. როდესაც ორიანამ მკვეთრად გააკრიტიკა ისლამური ექსტრემიზმი და დასავლეთის პოზიცია, მას ბრალი ისლამის წინააღმდეგ "სიძულვილის გავრცელებაში" დასდეს. ფალაჩი ამტკიცებდა, რომ მისი მიზანი დასავლური კულტურის დაცვა და ისლამური რადიკალიზმის საფრთხის წარმოჩენა იყო. ჟურნალისტის განცხადებები ხშირად სამართლებრივი გამოწვევების მიზეზი ხდებოდა ევროპაში. მაგალითად საფრანგეთში ისლამის წინააღმდეგ სიძულვილის გავრცელებაში დასდეს ბრალი, ხოლო შვეიცარიაში ის ერთ-ერთი მუსლიმური გაერთიანების საჩივრის საფუძველზე "ქსენოფობიის" მუხლით გაასამართლეს. ფალაჩის ნამუშევრები კრიტიკის მიუხედავად დღემდე რჩება თავისუფალი სიტყვისთვის ბრძოლისა და სიმართლის გამოძიების სიმბოლოდ.
2. მზია ამაღლობელი
ფოტო: მთავარი არხი
გაზეთ ბათუმელების და ვებგამოცემა ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი არის ქართველი ჟურნალისტი და დამოუკიდებელი მედიის მცველი, რომელიც თავისი საქმიანობის გამო ზეწოლის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მზია ამაღლობელი 2000-იან წლებში, ასლან აბაშიძის ხელისუფლების წინააღმდეგ პოზიციისა და რეჟიმის ღიად კრიტიკის გამო, აჭარაში დააპატიმრეს. ეს შემთხვევა სიტყვის თავისუფლების დარღვევისა და მედიაზე ზეწოლის სიმბოლო გახდა იმდროინდელ საქართველოში. ასლანის მთავრობის დამხობიდან ათწლეულების შემდეგ კი — ქართველი მედიამენეჯერი რამდენიმე დღის წინ ორჯერ დააკავეს; პირველად ბათუმის პოლიციის სამმართველოს ეზოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის. რამდენიმე საათში, ამაღლობელი, სამ სხვა დაკავებულთან ერთად, გაათავისუფლეს, მაგრამ მალევე ისევ დააკავეს. პოლიციელზე თავდასხმის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ბათუმელები/ნეტგაზეთის გავრცელებულ ვიდეოში ისმის, როგორ აგინებს ამაღლობელს საქმეზე დაზარალებულად მიჩნეული ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი. ჟურნალისტმა თავადაც ისაუბრა პოლიციელის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ამაღლობელის დაკავებას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ჟურნალისტის საქმიანობის გამო პოლიტიკური მოტივით დევნად და პრესის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებენ. მზია ამაღლობელმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული მედიის განვითარებაში, განსაკუთრებით კრიტიკული და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებაში. მისი მიუკერძოებელი რეპორტაჟები და გამბედაობა თავისუფალი სიტყვის დაცვის საკითხებში ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის დღემდე მაგალითად რჩება.
3. ანა პოლიტკოვსკაია
ფოტო: The Jamestown
ანა პოლიტკოვსკაია იყო ჟურნალისტი, რომელმაც თავისი სიცოცხლე ჩეჩნეთის ომის გაშუქებასა და რუსეთის მთავრობის კრიტიკას მიუძღვნა. დამოუკიდებელ გაზეთში, Novaya Gazeta, პოლიტკოვსკაია რუსი სამხედროებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ჩეჩნეთში ადამიანთა უფლებების დარღვევებს, წამებასა და ძალადობას ამხელდა. მისი სტატიები და გამოძიებები ხშირად აჩვენებდა იმ რეალობას, რომელსაც ოფიციალური რუსული მედია მალავდა. 2006 წლის 7 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს, პოლიტკოვსკაია მოსკოვში, მის საცხოვრებელ კორპუსში მოკლეს. მკვლელმა მას სადარბაზოში ესროლა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პირი მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძანება მაღალი პოლიტიკური წრეებიდან მოდიოდა და საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის. ანა პოლიტკოვსკაიას მემკვიდრეობა დღემდე რჩება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სიმბოლოდ, რომელიც ადამიანის უფლებებს და სამართლიანობას ემსახურებოდა.
4. მარია პონომარენკო
ფოტო: WomeninJournalism
მარია პონომარენკო არის რუსი ჟურნალისტი, რომელიც ცნობილი გახდა უკრაინაში კრემლის სამხედრო მოქმედებების კრიტიკით. 2022 წლის აპრილში პონომარენკო დააკავეს და ბრალი დასდეს "რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში", რაც მის მიერ მარიუპოლში თეატრის დაბომბვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან იყო დაკავშირებული. ეს ბრალდება ახალ კანონმდებლობას ეფუძნებოდა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მიიღეს რუსეთში და მიზნად სამხედრო ოპერაციების შესახებ კრიტიკული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას ისახავდა. 2023 წლის თებერვალში, სასამართლომ პონომარენკოს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადვოკატების განცხადებით, მას ციხეში გაუსაძლის პირობებს უქმნიდნენ.
ამჟამად, მარია პონომარენკო კვლავ იმყოფება პატიმრობაში და სასჯელს ალტაის მხარის კოლონიაში იხდის. მარიას ისტორია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების თვალსაჩინო მაგალითია.
5. მარია რესა
ფოტო: VOAnews
ფილიპინური ვებგამოცემა Rappler-ის დამფუძნებელი, მარია რესა, რომელიც CNN-ის გამომძიებელი ჟურნალისტიც იყო, ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს, კრიტიკის გამო სამშობლოში დევნის ობიექტი გახდა. იგი ფილიპინების ხელისუფლებამ დააკავა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო. 2021 წელს მარიამ გამოსცა წიგნი, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი, რომელშიც აღწერს პირად გამოცდილებას მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ავტორიტარულ რეჟიმებთან დაპირისპირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მასზე სამართლებრივი ზეწოლა ფილიპინების სასამართლოში კვლავაც გრძელდება, მარია რესა მედიის თავისუფლების სიმბოლოა მსოფლიოში. 2021 წელს მიღებული ნობელის მშვიდობის პრემიის შემდეგ, მის ბრძოლას კიდევ უფრო ფართო მასშტაბი მიეცა. მარია რესა ამჟამად ფილიპინებში ცხოვრობს და მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებებისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ეს ისტორიები გვიჩვენებს, რომ სიმართლისთვის ბრძოლა შეიძლება რთული და სახიფათო იყოს, მაგრამ სწორედ ეს ბრძოლა უყრის საფუძველს პროგრესს. დამოუკიდებელი მედია, რომელიც რეპრესიების სამიზნე ხშირად ხდება, გვიჩვენებს, რომ სიმართლის ხმა არასდროს ქრება და მისი გავლენა ხშირად დროის გამოცდას უძლებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები