შერატონის წარმომადგენლის თქმით, თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალები სრულად აქვთ
ფოტო: გელა მთივლიშვილი
სასტუმრო შერატონის წარმომადგენლის ცნობით, ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი ჩანაწერები სრულად აქვთ და ოფიციალური მომართვის შემდეგ უწყებებს გამოძიებისთვის გადასცემენ.
"ჩანაწერი არსებობს ამის და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ასევე სხვა ნებისმიერ უწყებას გადავცემთ ამას. სრულად არის ჩანაწერები. ამოღებული არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ოფიციალური მომართვაა საჭირო. ჩანაწერებს ვინახავთ თუ არ ვცდები 1 თვის განმავლობაში.
რომ არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია, რომ არ გადაზრდილიყო უფრო სერიოზულ აგრესიაში ჩვენი დაცვა შეეცადა მაქსიმალურად ყველაფერს. ჩვენ გავაცალკევეთ ისინი [ზვიად ქორიძე და თავდამსხმელები], ყველაფერი წამებში მოხდა". — თქვა სასტუმროს მენეჯერმა.
შერატონის მენეჯერის ვიდეოს მთის ამბების მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი ავრცელებს, მისი თქმით, "მტკიცებულებების ნაწილის განზრახ განადგურების მიუხედავად, მაინც არსებობს სამხილები, რომ პროკურატურამ თავდამსხმელები დააკავოს".
"შერატონის მენეჯერმა დაგვიდასტურა, რომ ორივე თავდასხმის სრული ვიდეოჩანაწერი არსებობს, ინახება, ნანახი აქვს. გამოძიებას ის ჯერ არ ამოუღია.
შერატონის წარმომადგენლებმა სცადეს რუსული რეჟიმის ჩინოვნიკების მხრიდან ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტის დამალვა, არ მიმართეს 112-ს. ზვიადი განარიდეს სასტუმროს მისაღებს და არა პირიქით. თავდამსხმელები დარჩნენ სასტუმროში ქალებთან ერთად.
ამის შემდეგ, მოძალადეები თავს ესხმიან შერატონში შესულ გიორგი გახარიას (იმედი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, თითქოს გახარიამ დაიწყო პროვოკაცია).
შერატონის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები წაშალეს პოლიციის მოსვლამდე.
პოლიციის განყოფილება შერატონიდან ნახევარი წუთის სავალზეა, მივიდნენ დიდი დაგვიანებით. მე ბევრად ადრე მივაღწიე უფრო შორი მანძილიდან. როცა პოლიციელები დანაშაულების ადგილზე მოვიდნენ, მაშინაც არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, დაბორიალობდნენ, წავიდნენ, მოვიდნენ, ისევ წავიდნენ, ისევ მოვიდნენ, დასხდნენ, ელოდნენ, წავიდნენ, მოვიდნენ.
დანაშაულის ადგილი ფორმალურად შემოფარგლეს მას შემდეგ, რაც მე და ზვიადი საავადმყოფოდან, ორსაათიანი კვლევის შემდეგ, სასტუმროში დავბრუნდით.
მტკიცებულებების ნაწილის განზრახ განადგურების მიუხედავად, მაინც არსებობს სამხილები, რომ პროკურატურამ თავდამსხმელები დააკავოს!" — წერს მთივლიშვილი.
15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო შერატონში ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები