საუკეთესო ფილმი და რეჟისორი — "შვედურ ოსკარზე" ლევან აკინის ფილმმა 4 ჯილდო აიღო
ფოტო: Guldbaggen
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორისა და სცენარისტის, ლევან აკინის, ფილმმა გზაჯვარედინი შვედეთის ყველაზე პრესტიჟულ კინოდაჯილდოებაზე ოთხი პრიზი დაიმსახურა. Guldbaggen-ის, იმავე ოქროს სკარაბეუსის დაჯილდოებაზე, რომელსაც შვედურ ოსკარადაც მოიხსენიებენ, გზაჯვარედინი წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა, აკინი კი — საუკეთესო რეჟისორად. ამასთან, ფილმმა საუკეთესო კინემატოგრაფიისა და საუკეთესო ხმის დიზაინის ნომინაციებშიც გაიმარჯვა.
საბოლოოდ, გზაჯვარედინი, რომელიც შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი, მიღებული პრიზების რაოდენობით წლევანდელი დაჯილდოების რეკორდსმენი გახდა სხვა ფილმთან ერთად.
ფოტო: Guldbaggen
გზაჯვარედინი ლევანისთვის რიგით მესამე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმის მთავარი გმირი ლიაა, ყოფილი მასწავლებელი, რომელიც საქართველოდან თურქეთში ტრანსგენდერი დისშვილის მოსაძებნად მიემგზავრება, რათა თავისი გარდაცვლილი დის უკანასკნელი სურვილი შეასრულოს და მისი დაკარგული შვილი იპოვოს.
აკინის ფილმის პრემიერა გასული წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. თუმცა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აკინმა საქართველოში ფილმის ჩვენება არ ისურვა.
- მთავრობის რეპრესიული პოლიტიკა და პრორუსული კურსი — რას წერს NYT ლევან აკინის ახალ ფილმსა და ანტი-ლგბტქ კანონპროექტზე
- ხელისუფლების მორიგი კამპანია ჰომოფობიური რიტორიკით, ლევან აკინის ფილმი და ანა ხაზარაძის კომპანია — რა ხდება
აღსანიშნავია, რომ Guldbaggen-ის ჯილდო წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მიღებული აქვს აკინის წინა ნამუშევარსაც, ფილმს და ჩვენ ვიცეკვეთ (2019), რომელსაც საქართველოში არაერთგვაროვანი გამოხმაურება და საპროტესტო ტალღაც კი მოჰყვა. ამის მიუხედავად, ფილმმა საერთაშორისო აღიარება და არაერთი პრესტიჟული პრიზი დაიმსახურა.
ლევან აკინი კი უკვე საერთაშორისო პროექტებზეც მუშაობს. იგი გახმაურებული ამერიკული ტელესერიალის, ინტერვიუ ვამპირთან, ერთ-ერთი რეჟისორია.
ასევე იხილეთ:
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები