ზვიად ქორიძე: როდის ხდება ჟურნალისტი აქტივისტი? მაშინ ხომ არა, როცა დიქტატურაა?
"როდის ხდება ჟურნალისტი აქტივისტი? ამ კითხვას რატომ არ უსვამს ირაკლი კობახიძე საკუთარ თავს? მაშინ ხომ არ ხდება, როცა დიქტატურაა?", — ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მყოფმა მედიაექსპერტმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა, სადაც ბათუმში დაკავებული ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება.
ზვიად ქორიძემ ოცნების პარლამენტის თავმჯდომარესთან მისამართით ნათქვამი ბათუმელების რედაქტორის სიტყვები გაიხსენა.
"ეთერ თურაძემ გასაგებად აუხსნა შალვა პაპუაშვილს, რომ ვერავინ, ვერც ერთმა მმართველმა, ვერც აბაშიძემ, ვერც შევარდნაძემ, ვერც სააკაშვილმა ვერ შეძლეს, რომ ის გასულიყო ჟურნალისტური საქმიანობის მანდატიდან და მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებამ აქცია ის აქტივისტად.
როდის ხდება ჟურნალისტი აქტივისტი? ამ კითხვას რატომ არ უსვამს ირაკლი კობახიძე საკუთარ თავს? მაშინ ხომ არ ხდება, როცა დიქტატურაა? მაშინ ხომ არა, როცა ავტორიტარიზმი შედის ყველას სახლში, ყველას სულში? სწორედ მაშინ ხდება ჟურნალისტი აქტივისტი. რომ დაიკავა ხელში მარია რესას წიგნი, "როგორ დავამარცხოთ დიქტატურა" — ამ წიგნზე მეტყველი ფოტოზე მზია ამაღლობელის თვალებია. ეს გამოხედვა დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის დიქტატურას, მე ამაში დარწმუნებული ვარ," — განაცხადა ზვიად ქორიძემ.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს 2-ჯერ დააკავეს, ერთხელ სტიკერის მიკვრისთვის, მეორედ - გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა.
- მზია ამაღლობელის დაკავების ქრონიკა — სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
- "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი ორჯერ დაიჭირეს — მიმდინარეობს გამოძიება
- მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
15 იანვარს კი, ბათუმში, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე ჩასულ ზვიად ქორიძეს, სასტუმრო შერატონის ფოიეში, ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე თავს დაესხნენ. იმავე ღამეს, შერატონის ფოიეშივე, "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ფიზიკურად გაუსწორდა პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები