ბერდია სიჭინავა სასტუმრო "შერატონ ბათუმზე": ადმინისტრაცია შესაძლოა იმყოფებოდეს ზეწოლის ქვეშ
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
ამ დრომდე სასტუმრო "შერატონ ბათუმის" ადმინისტრაციას ჩვენთვის არ გადმოუცია გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, — ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში აქტიურ კომუნიკაციაში არიან "შერატონის" სათაო ოფისთან, რომელსაც უკვე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სასტუმროში მომხდარ "ორგანიზებულ თავდასხმასა და "შერატონ ბათუმის" ადმინისტრაციის მოქმედებებთან დაკავშირებით".
"ამ დრომდე სასტუმრო "შერატონ ბათუმის" ადმინისტრაციას ჩვენთვის არ გადმოუცია გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც ოფიციალურად მოვითხოვეთ და რისი მიღების უფლებაც გვაქვს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის საფუძველზე.
"შერატონ ბათუმის" ადმინისტრაციასთან დღეს შემდგარი კომუნიკაციისას, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ზეპირსიტყვიერად მიგვითითა 10 სამუშაო დღიან ვადაზე, რაც პირდაპირ აჩენს საფუძვლიან ეჭვს პროცესის გაჭიანურებასა და თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების მთლიანობისა და უწყვეტობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.
მოვითხოვთ, აღნიშნული კადრების სასწრაფოდ გადმოცემას, რასაც არ სჭირდება რაიმე დამატებითი გონივრული დრო ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად.
"შერატონ ბათუმის" ადმინისტრაციის თანამშრომლების მოქმედებებით თუ უმოქმედობით თავიდან ვერ იქნა აცილებული სასტუმროში მომხდარი ორგანიზებული თავდასხმა და არ იქნა დაცული შემთხვევის ადგილი, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ ადმინისტრაცია შესაძლოა იმყოფებოდეს ზეწოლის ქვეშ. ამაზე პირდაპირ მიუთითებს ვიდეოფაილების გადმოცემის გაჭიანურება, რაც უკვე დამუშავებული სახით, ჩვენი ინფორმაციით მზად აქვთ.
პარალელურ რეჟიმში ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ "შერატონის" სათაო ოფისთან, რომელსაც უკვე მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სასტუმროში მომხდარ ორგანიზებულ თავდასხმასა და "შერატონ ბათუმის" ადმინისტრაციის მოქმედებებთან დაკავშირებით.
ამ დრომდე იმალებიან და საჯაროობას გაურბიან თავდასხმაში მონაწილე პირები. ივანიშვილის მიერ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა არ დარჩება დაუსჯელი! ამ დანაშაულის ორგანიზატორებსა და თანამონაწილეებს გარდაუვალად მოუწევთ პასუხისგება!
და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მხარდაჭერა სინდისის პატიმრებს, რომლებიც ივანიშვილის ტყვეობაში იმყოფებიან! ჩვენი ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე",— აღნიშნა სიჭინავამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები