აქტივისტი ციალა ქათამიძე ბათუმში არაძალადობრივი წინააღმდეგობის ორგანიზაციას აფუძნებს
ფოტო: ედო მჟავანაძე
ბათუმელი სამოქალაქო აქტივისტი, ციალა ქათამიძე არაძალადობრივი წინააღმდეგობის ორგანიზაციას აფუძნებს, რომლის მიზნებიც იქნება:
- ქართული ოცნებისათვის არაძალადობრივი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გაწევა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადება;
- პოლიტიკური პატიმრების საქმეების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისათვის დეტალური ინფორმაციის გაცნობა და მათი გათავისუფლებისთვის სხვადაახვა სახის აქტივობების განხორციელება;
- პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული ან სხვა სასანქციო ფორმით დასჯილი საჯარო მოხელეების და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ინტერესების დაცვა;
- პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დაზარალებული პირების მხარდასაჭერად საზოგადოებრივი რესურსების მობილიზება და სამოქალაქო სოლიდარობის უზრუნველყოფა;
- 2008 წლის საერთო-სახალხო გამოკითხვის — პლებისციტის საფუძველზე დადასტურებული და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული პოლიტიკური კურსის - საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა;
- პრორუსული, დესტრუქციული პოლიტიკური ძალების და მედია საშუალებების მხრიდან ტირაჟირებული ანტიდასავლური დეზინფორმაციული გზავნილების გაქარწყლება და საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაძლიერება;
"ფალსიფიცირებული საპარლამენტო არჩევნების და არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან ღიად გაცხადებული ანტიდასავლური კურსის შემდგომ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას, ქართული ოცნების რეჟიმი ძალადობრივი მეთოდებით დაუპირისპირდა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ანგარიშსწორების და რეპრესიების ტალღა კიდევ უფრო მეტად იზრდება, საქართველო შორდება დემოკრატიული სამყაროს და ქვვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.
მოცემულ ფონზე, არსებული გამოწვევების პირობებში, ბათუმში ვაფუძნებ სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობას, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქართული ოცნების რუსული რეჟიმისთვის არაძალადობრივი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გაწევა.
აღნიშნული მოძრაობა შექმნის ღია საზოგადოებრივ პლატფორმას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, პედაგოგებს, სამეცნიერო წრეებს, სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომ გაერთიანებული ძალებით და რესურსების კონსოლიდირებით, წინააღმდეგობა გაუწიონ ქართული ოცნების ავტორიტარულ, საპოლიციო რეჟიმს და ერთად დაიცვან ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული არჩევანი.
საქართველოში გასული წლის ნოემბრიდან დაწყებული საპროტესტო აქციების, ერთ-ერთ მთავარ ეპიცენტრად, სწორედ ბათუმი იქცა, სადაც უკვე 50 დღეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საზოგადოებრივი პროტესტი და მნიშვნელოვანი იქნება, რომ სამოქალაქო წინააღმდეგობაში ჩართულმა თანამოაზრეებმა ორგანიზებულ პლატფორმაშიც შეძლონ საერთო მიზნების გარშემო კონცენტრირება.
ბათუმი ისტორიულად ქვეყნის ევროპასთან დამაკავშირებელ საკვანძო ჰაბს წარმოდგენდა, 1921 წელს რუსული ოკუპაციის შემდგომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დევნილმა მთავრობამ ბათუმიდან დატოვა ქვეყანა, დღევანდელი ურთულესი პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიული მემკვიდრეობის გაგრძელებისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისა და რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, სიმბოლურია სამოქალაქო მოძრაობის სწორედ ბათუმში დაფუძნება.
მივმართავ ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც სურს საკუთარი წვლილის შეტანა საქართველოში რუსული რეჟიმის დემონტაჟის პროცესში, შემეხმიანეთ. (ტელეფონი: 595 807 843; ელექტრონული ფოსტა: tsialakatamidze@gmail.com)", — აცხადებს ციალა ქათამიძე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები