ჩერგოლეიშვილი: ვიცით კონკრეტული ხალხი [აშშ-ში], ვინც დაიქირავეს და ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ბიძინა ივანიშვილს ყოფა შეუმსუბუქონ
პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, აშშ-დან გავრცელებულ პირდაპირ ჩართში განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია კონკრეტულ პიროვნებებზე, რომლებიც ქართულმა ოცნებამ დაიქირავა ლობისტების სახით და ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილს სანქციები შეუმსუბუქონ.
"რაც არის კარგი ამბავი — არავის ეგონოს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილს არ ანაღვლებს. "ჯილდოა" და რაღაცებს რომ იძახიან, ეს არის სრული ბლეფი და სისულელე, იმიტომ, რომ ვიცით კონკრეტული ხალხი, ვინც დაიქირავეს ახლა და ნაჯახივით ურტყამენ ამ თემას, ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუმსუბუქონ ყოფა. ეს არის ყველაზე საეჭვო აქაური წრეებისთვის — როდესაც შენ შენთვის ცდილობ სიტუაციის შემსუბუქებას ისე, რომ შენი ქვეყნისთვის არაფერს არ ითხოვ, ეს არის ძალიან ნიშანდობლივი. ასე რომ, არ გეგონოთ, რომ სანქციები არ მუშაობს: სანქციები ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის და წლების შემდეგ აი ახლა, პირველად გავიგეთ, რომ ჰყავთ ხალხი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისთვის აქ, ტრამპთან და, როგორც ვიცი, ძალიან აქტიურად ცდილობს ამის [სანქციების] შემსუბუქებას.
ბევრი რამის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან ადმინისტრაცია ჯერ კიდევ დასანიშნია და ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ხვალვე იქნება, თუმცა ყოველ შემთხვევაში, იმას დარწმუნებით გეტყვით, რომ ჩინეთის, ირანისა და ჰეზბოლას მოკავშირეს, საბოლოო ჯამში, ვითარება შეუძლებელია შეუმსუბუქდეს იმ პოლიტიკურ წრეებში, ვისთანაც ჩვენ გუშინ შეხება გვქონდა", — განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ვაშინგტონში რესპუბლიკელების ყრილობა გაიმართა. წვეულებას საქართველოდან სალომე ზურაბიშვილის გარდა, "ფედერალისტების" ლიდერები — გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი დაესწრნენ.
ისინი წვეულებაზე დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით იმყოფებოდნენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები