აზერბაიჯანმა USAID-თან 25-წლიანი თანამშრომლობა შეაჩერა
აზერბაიჯანმა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) 25-წლიანი თანამშრომლობა შეაჩერა. ამის შესახებ, 16 იანვარს, ბაქოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა "ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
როგორც Sovanews წერს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბაირამოვს ჰკითხა USAID-ის საქმიანობის შესახებ, რაზეც ბაირამოვმა უპასუხა, რომ შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანი 907-ე პუნქტით 2023 წელს "სუვერენიტეტის აღდგენისთვის" "დასაჯა". მინისტრი გულისხმობდა აზერბაიჯანზე შეტევას, რაც მთიანი ყარაბაღის საბოლოო კაპიტულაციით დასრულდა
აზერბაიჯანმა USAID-ის კრიტიკა 2023 წლის ბოლოს მას შემდეგ დაიწყო, რაც სააგენტოს ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა თქვა, რომ აზერბაიჯანის "სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის დასაბრუნებლად განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ 100 000-ზე მეტი ადამიანი აიძულა, დაეტოვებინა სახლები და მეზობელ სომხეთში გადასულიყო და აშშ აგრძელებს [მთიანი ყარაბაღის] ეთნიკური სომხების მხარდაჭერას".
ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაირამოვმა განაცხადა, რომ 2024 წლის ივლისიდან USAID-ის საქმიანობა აზერბაიჯანში დე იურე შეუძლებელია. მან დასძინა, რომ აზერბაიჯანი-USAID-ის ჩარჩო დოკუმენტი 2000 წლიდან არსებობს.
"ჩვენ გავაანალიზეთ ამ დოკუმენტის დებულებები და როგორ განხორციელდა ის ბოლო წლების განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ მათი საქმიანობა არ შეესაბამება აზერბაიჯანის სურვილებისა და ინტერესების ფორმატს, მაგრამ ემსახურება აშშ-ის დღის წესრიგის განხორციელებას აზერბაიჯანში. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაგზავნეთ შეტყობინება ამ ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად და განვაცხადეთ, რომ არ ვართ დაინტერესებული ამ პირობებით ხელშეკრულების გაგრძელებით", — განაცხადა ბაირამოვმა.
მისი თქმით, შეთანხმებას ვადა 2024 წლის თებერვალში ეწურებოდა და დროა, შეჩერდეს USAID-ის საქმიანობა.
"მოლაპარაკებების დროს დავინახეთ, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გაითვალისწინა აზერბაიჯანის ინტერესები და ცდილობდა საკუთარი ინტერესების კარნახით ემოქმედა. არ არის იმის აუცილებლობა, რომ USAID-ის წარმომადგენლობა და საქმიანობა აზერბაიჯანში მთლიანად შეჩერდეს", — თქვა მინისტრმა.
USAID, თავის მხრივ, აზერბაიჯანთან განვითარების თანამშრომლობის სტრატეგიას აღწერს, როგორც "გაძლიერებულ, მდგრად პარტნიორობას, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას".
1991 წლიდან USAID-მა 450 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა აზერბაიჯანელების მხარდაჭერის პროგრამებში, მათ შორის ჰუმანიტარულ დახმარებაში, ჯანდაცვაში, ეკონომიკურ რეფორმასა და მმართველობაში. გარდა ამისა, აზერბაიჯანის მთავრობამ გამოყო 20 მილიონ დოლარზე მეტი დამატებითი სახსრები USAID-ისთვის, რათა დაეხმაროს ქვეყნის ეკონომიკური რეფორმის მიზნების მიღწევას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები