SJC-ის შეფასებით, პოლიციამ თემქაზე აქციის მონაწილეების დაკავებისას არაპროპორციულად ძალა გამოიყენა
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, 18 იანვარს, თემქაზე საპროტესტო აქციის მონაწილეები დაკავებისას სამართალდამცავებმა აშკარად არაპროპორციულად გამოიყენეს დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალა.
SJC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებულები და ოპერატიულად გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების და შეკრების მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ნიღბების ტარებისთვის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეების ძალადობრივ დაკავებას. ამ რეპრესიული კანონის ინიციირებისას, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ის მოქალაქეების დასჯის, დაშინებისა და შეკრების უფლების შეზღუდვის ფორმალური საფუძველი გახდებოდა.
დაუმორჩილებლობის შესახებ მომიტინგეების ვერბალური შეძახილები არ გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას და წარმოადგენს სიმბოლურ აქტს, რომელიც დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა აშკარად არაპროპორციულად გამოიყენეს დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალა.
სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ “ქართული ოცნების” მმართველობამ რეპრესიული ბუნებას მიიღო და სამართალდამცავი ორგანოები სრულად პარტიული ინტერესებს დაექვემდებარა. ყოველდღიურ რეჟიმში მოქალაქეების მასობრივი დაკავება და მათზე ფიზიკური ძალადობა პროტესტის დასუსტებას და დასჯას ისახავს მიზნად და ავტორიტარული მმართველობის გაფორმების უმძიმეს ტენდენციას აჩვენებს.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგამოძიებო ორგანოებს — დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული პირები და ოპერატიულად გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების და შეკრების მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები", — წერს SJC.
ცნობისათვის, გუშინ, 18 იანვარს, თეატრალური კომპანია ჰარაკის რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, კამპანია ამომრჩევლების წევრები — მარიამ პაიჭაძე და სონა კალანდაძე და აქტივისტები: თამარა ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი პოლიციამ თემქაზე, საპროტესტო აქციაზე ნიღბების ტარებისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის თქმით, პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გამოყენებას გურამ მაცხონაშვილის, მარიამ პაიჭაძისა და სონა კალანდაძის მიმართ.
გურამ მაცხონაშვილს განყოფილებაში კეფაში რამდენჯერმე ჩაარტყეს. მანამდე სონა კალანდაძეს აგინეს და თმით მოქაჩეს, თმით მოქაჩეს მარიამ პაიჭაძეც, — წერს თამთა მიქელაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები