ადვოკატის თქმით, რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია პოლიციამ შეცდომით დააკავა
18 იანვარს ღამით, რუსთაველის მეტროს მიმდებარედ დაკავებული რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია ადვოკატებმა დიღმის იზოლატორში მოინახულეს.
როგორც რატი ტყემალაძის ადვოკატი, მარიამ მაღრაძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, სამართალდამცავებმა ისინი შეცდომით დააკავეს, ეძებდნენ მანიფესტანტს, რომელსაც ფეიერვერკი ჰქონდა, რატი ტყემალაძეს და ოთარ კვარაცხელიას კი ფეიერვერკი არ ჰქონიათ, მაგრამ მაგრამ მაინც დააკავეს.
"სხვა ადამიანების დაკავება ჰქონდათ მიზნად, ეძებდნენ მანიფესტანტს, რომელსაც ჰქონდა ფეიერვერკი და ამ მიზნით რუსთაველის ტერიტორიიდან ზანდუკელამდე აედევნენ. მათ არ ეცვათ პოლიციის ფორმა, ვერ ხდებოდა მათი იდენტიფიცირება, დაკავებულებს ტიტუშკები ეგონათ და შემდეგ გაირკვა, რომ პოლიციელები აკავებდნენ მათ", — ამბობს მარიამ მაღრაძე.
მისი თქმით, დემონსტრანტებმა მხოლოდ დაკავების შემდეგ შეიტყვეს, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ.
"დაკავების საფუძველი არ არსებობდა, აქცია უკვე დამთავრებული იყო და მიდიოდნენ თავისთვის სახლისკენ და აედევნათ სამი ავტომობილი, ეგონათ ტიტუშკები, არც მოწოდება ყოფილა მათი მისამართით და გაიქცნენ. გზა რომ გადაუჭრეს და დააკავეს ამის შემდეგ უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეუბნებოდნენ ფეიერვერკი რატომ ისროლეთო. სხვისი დაკავება უნდოდათ და აერიათ, როცა გაირკვა, რომ მათ არ უსვრიათ გადმოიყვანეს მაინც იზოლატორში", — ამბობს ოთარ კვარაცხელიას ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე რადიო თავისუფლებასთან.
ფეისბუქ-ჯგუფ დაიტოვეში, დღეს უფლებადამცველი მარიამ ჯიქია წერს, რომ რატი ტყემალაძე და ოთო კვარაცხელია ნაცემები არ არიან, მაგრამ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ეღიარებინათ სხვადასხვა სამართალდარღვევები. ამას ჯარდა, ისინი იზოლატორში წიგნებს ითხოვენ — რატი ჰაიდეგერის "ყოფიერება და დროს", ოთო კვარაცხელია — ეფლბაუმის "ავტოკრატების გაერთიანებას".
"რატი ტყემალაძე და ოთო კვარაცხელია არიან დიღმის იზოლატორში, არ არიან ნაცემები. მათზე განყოფილებაში იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა ეღიარებინათ სხვადასხვა სამართალდარღვევები. თვალებში ანათებდნენ ლაზერს, ეგრძნოთ როგორი შეგრძნებაა.
რატიმ მოითხოვა ჰაიდეგერის ყოფიერება და დრო, ასევე, ელენე ლადარიას გადაეცი ბოდიში, რომ შუალედური ვერ გავუგზავნეო.
ოთომ — ეფლბაუმის "ავტოკრატების გაერთიანება", ასევე გადმოგვცა, რომ არ ინერვიულოთ, თავისუფლებისთვის 48 საათი აქ ყოფნა რა მოსატანია და მალე შემოგიერთდებითო.
ხვალიდან მათი დაცვის პროცესში ჩაერთვება ცხელი ხაზის ადვოკატი", — წერს მარიამ ჯიქია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები