ირაკლი კობახიძე: წარმატებებს ვუსურვებთ პრეზიდენტ ტრამპს "დიფ სთეითის" დამარცხების საქმეში
პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული, ეს არის "დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
მისი თქმით, საქართველოს სურს „აშშ-სთან ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა და სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება“.
"დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, აშშ-ში იმართება ინაუგურაცია. ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ გასული 4 წელიწადი საკმაოდ რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის ისევე, როგორც მთლიანად, მთელი მსოფლიოსთვის. არაერთი კრიზი იყო, კვლავ მიმდინარეობს ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში. ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ 4 წლის განმავლობაში. ლიბერალური ფაშიზმი, რაც არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემა, მანაც ახალი განვითარება შეიძინა ამ 4 წლის მანძილზე. კონკრეტულად, ჩვენს ქვეყანაში იყო ამ 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად, ჩვენს ქვეყანაშიც რთული პროცესები იყო. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი 4 წელი იქნება თვისობრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული, ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ბრძოლა „დიფ სთეითან“ პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ასევე, ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ვრცელდებოდა გასული 4 წლის მანძილზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ გვსურს ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები გვექნება. ამ კუთხითაც 2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, — განაცხადა კობახიძემ
ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე, შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან "რადიკალებს გადამწყვეტი დარტყმა" უნდა მიაყენონ.
"ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს. ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა იმ ეროვნულ მიზანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დასახული", — განაცხადა კობახიძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები