ირაკლი რუხაძე: [ეკონომიკა] არ ინგრევა, ყველაფერი მიდის მშვენივრად
[ეკონომიკა] არ ინგრევა, ყველაფერი მიდის მშვენივრად — ამის შესახებ "იმედის კვირასთან" ტელეკომპანია იმედის მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ, დასასანქცირებელ პირთა სიაზე კომენტირებისას, რომელიც სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნად წარდგენილ მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს, რუხაძემ თქვა, რომ "ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას იმიჯი, რომ ეკონომიკური კატასტროფა გარდაუვალია, მოვიდა ან ახლოვდება, ან იქნება, რომ ეგებ ხალხს მოლოდინი გაუჩინონ ცუდის და მერე ამ მოლოდინზე რაღაც არასწორი გადაწყვეტილებები მიაღებინონ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, არ ინგრევა, ყველაფერი მიდის მშვენივრად".
"სანქციები ასე არ მუშაობს, რატომღაც ეს ხალხი ყველა რომ დაასანქცირონ, ეს კომპანიები გაჩერდება ყველა. მარტო ჩემს კომპანიაში მუშაობს ათობით ათასი ადამიანი. ვიცი, იქ ვინც არიან, ყველა მსხვილი დამსაქმებელია. ამას დაამატეთ ორი მარეგულირებელი. მგონი, სულ სამი მარეგულირებელი გვყავს ქვეყანაში, ანუ მათი ჭკუით, "ტელეკომი" უნდა ჩამოაქციონ და საბანკო სისტემა. ანუ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას იმიჯი, რომ ეკონომიკური კატასტროფა გარდაუვალია, მოვიდა ან ახლოვდება, ან იქნება, რომ ეგებ ხალხს მოლოდინი გაუჩინონ ცუდის და მერე ამ მოლოდინზე რაღაც არასწორი გადაწყვეტილებები მიაღებინონ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, არ ინგრევა, ყველაფერი მიდის მშვენივრად", — განაცხადა რუხაძემ.
შეგახსენებთ, რომ რადიო თავისუფლებამ 9 იანვარს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის კონგრესის წევრებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, კერძოდ — აშშ-ის მომდევნო სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გაუგზავნეს წერილი, სადაც მოცემულია 25 პირისგან შემდგარი სია, რომელთა დასანქცირებასაც კონგრესმენები მოითხოვდნენ და ამ ადამიანებს შორისაა იმედის მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე) ირაკლი რუხაძე.
ამას გარდა, დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ტვ იმედის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საკითხი განიხილეს.
ლეიბორისტული პარტიის დეპუტატმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ბლერ მაკდუგალმა დააყენა საკითხი, რომ ბრიტანეთის ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ (NCA) დაიწყოს კომპანია Hunnewell Partners-ის იმ ოპერაციებთან დაკავშირებით გამოძიება, რაც საქართველოში პრორუსულ პროპაგანდასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებასთანაა დაკავშირებული.
ბლერ მაკდუგალის თქმით, საქართველოში "მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევა ხდება", ტელეკომპანია იმედი კი, "ამ სასტიკი მთავრობის მთავარი პროპაგანდის იარაღია და მუშაობს და იმართება დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით".
შეგახსენებთ, რომ Hunnewell Partners-მა ტელეკომპანია იმედი 2021 წელს იყიდა. 2021 წლის 28 იანავრს Hunnewell Partners-ის (www.hunnewellpartners.com) პარტნიორ-დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე აცხადებდა, რომ მან და მისმა პარტნიორებმა იმედი ორი წლის წინ (2019 წელს) იყიდეს, მაგრამ სტრუქტურული მიზეზების გამო გადაფორმება გაჭიანურდა.
ტელეკომპანია იმედის ვებგვერზე ვკითხულობთ, რომ ირაკლი რუხაძე Hunnewell Partners-ის პარტნიორი დამფუძნებელია. 2018 წლამდე Hunnewell Partners-ი აქტივების მართვის მულტი იურისდიქციულ ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც წარმოდგენილი იყო ოფისებით ლონდონში, მაიამიში, თბილისში, კიევში, მალაგაში და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე. ორგანიზაციის პარტნიორები მართავდნენ აქტივებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე მაღალი პროფილის მქონე პერსონების განსაკუთრებულად მაღალი ღირებულების აქტივებს.
საქართველოში Hunnewell Partners-ის პორტფელი წარმოდგენილია ქვეყნის უმსხვილესი და მაღალი ცნობადობის მქონე ორგანიზაციებით, როგორებიცაა მაგთიკომი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჰაიდელბერგ ცემენტი, ლიბერთი ბანკი, აიდიეს ბორჯომი და ტელე იმედი. ირაკლი რუხაძე ამ და სხვა კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც.
ამას გარდა, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილ წინადადებას ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ, 18 დეპუტატი აწერს ხელს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციების ქვეშ აღმოჩნდება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები).
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის: ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ის "ქართული ოცნების" მთავარი პროპაგანდისტული არხის, ტვ იმედის, მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები