მიგრანტების გაძევება, "ამერიკის ყურე", პანამის არხი, "ომის დასრულება" — რა თქვა ტრამპმა კაპიტოლიუმში?
დღეს, 20 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაში საპრეზიდენტო ფიცი მეორედ დადო დონალდ ტრამპმა, რის შემდეგაც ის აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი გახდა. მანამდე საზეიმო ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმაც.
ფიცის დადების შემდეგ, უკვე აშშ-ს პრეზიდენტის რანგში მიმართა ტრამპმა ხალხს და თქვა, რომ ამერიკის ოქროს ხანა იწყება. მან სიტყვით გამოსვლისას ყველა ის აქცენტი გააჟღერა, რაზეც საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში საუბრობდა, ახსენა მიგრანტების ქვეყნიდან გაძევება, "ომის დასრულება", თქვა, რომ მექსიკის ყურეს "ამერიკის ყურეს" დაარქმევენ, პანამის არხს დაიბრუნებენ, დაასრულებენ სოციალურ ექსპერიმენტებს და აშშ-ში არსებობს მხოლოდ ორი სქესი — მამრობითი და მდედრობითი.
"დღეიდან ჩვენი ქვეყანა კვლავ აყვავდება და მთელ მსოფლიოში პატივსაცემი გახდება. ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენით ბოროტად ისარგებლონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა იქნება. ამერიკა მალე უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული გახდება, ვიდრე ოდესმე", — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სიტყვის გამოსვლისას ტრამპმა ისაუბრა საიმიგრაციო კანონის გამკაცრებაზეც და თქვა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, ნებისმიერი არალეგალური შემოსვლა იქნება ადგილზე შეჩერებული და მილიონობით კრიმინალს გააძევებენ ქვეყნიდან.
"მე დღეს ხელს მოვაწერ ისტორიულ ბრძანებებს, რომელიც საფუძველს დაუდებს ამერიკის აღორძინებას და საღი აზროვნების დაბრუნებას. მე გამოვაცხადებ მნიშვნელოვან საკითხად ჩვენი საზღვრების დაცვას, ნებისმიერი არალეგალური შემოსვლა იქნება ადგილზე შეჩერებული და მილიონობით კრიმინალს გავაძევებთ ამ ქვეყნიდან. მე დავასრულებ ჩვენს ქვეყანაში არალეგალურ შემოსვლას", — თქვა აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის დღეს შეცვლის მექსიკის ყურის სახელს და მას "ამერიკის ყურეს" უწოდებს.
"ცოტა ხანში ჩვენ ვაპირებთ მექსიკის ყურეს სახელწოდება შევუცვალოთ და ამერიკის ყურე ვუწოდოთ," — თქვა ტრამპმა.
ამ ას გარდა, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს "პანამის არხი ჩინეთისთვის არ მიუციათ, ის პანამას მისცეს და უკან დაიბრუნებენ.
"პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია. ის პანამას გადავეცით და მას უკან ვიბრუნებთ," — აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ.
აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა ახსენა ომებიც, რომლებსაც დაასრულებენ და ომები, რომლებშიც არასდროს შევლენ. ამასთან, ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი.
"ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავასრულებთ და, ალბათ, რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ. ჩემი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება, ვიყო მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი. სწორედ ეს მინდა ვიყო, მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი", — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მან პირობა დადო, რომ დღეიდან აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი.
"ამ კვირაში მე ასევე დავასრულებ სამთავრობო პოლიტიკას, რომელიც ცდილობს რასისა და გენდერის ინჟინერირებას საჯარო და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში.
დღეიდან, შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობითი", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, "ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე პატივსაცემი ერი დედამიწაზე — გამოიწვევს შიშს და აღფრთოვანებას მთელს მსოფლიოში".
კაპიტოლიუმის შენობაში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 2 600-მდე ადამიანი დაესწრო. ფიცის დადების ცერემონია, კაპიტოლიუმის კიბეების ნაცვლად, კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართა. ამის მიზეზი ვაშინგტონში ძლიერი ყინვა გახდა. კაპიტოლიუმის შენობაში ფიცის დადების ცერემონია უკანასკნელად 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს ჩატარდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები