ზურა ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

21 Jan. 2025, 13:27

ჯერ არაფერი დასრულებულა და ისიც არ ვიცით, გამარჯვებამდე გზაზე სადამდე ვართ წინ წაწეული
მაგრამ სანამ გავიმარჯვებთ, ყოველდღე შეახსენე საკუთარ თავს, რომ:
— ეს ქვეყანა ისევ სწრაფი ტემპით მიექანება ჩეჩნეთიზაციისკენ, მხოლოდ რუსეთისგან ხელდასმული მმართველი ოჯახის გვარია განსხვავებული
— არჩევნები აღარ არსებობს, რუსეთთმა 26 ოქტომბერს გვითხრა, რომ ნებისმიერ გიჟურ იდეას გაამარჯვებინებს პირდაპირ დაწერილი რიცხვებით
— თუ არ გაქვს არჩევანის უფლება, არ გაქვს არანაირი უფლება
— ათობით ადამიანი ციხეშია, უკვე მისჯილი აქვს ან ელოდება მრავალწლიან პატიმრობის სასჯელს სისტემასთან სრულიად სამართლიანი დაპირისპირების გამო, თავისუფლების სიყვარულის გამო, რუსულ რეალობასთან შეუგუებლობის გამო
— ასობით ადამიანია ნაწამები იგივე მიზეზით
— ათასობით ადამიანს ყოველდღიურად ემუქრებიან, აშანტაჟებენ, უთვალთვალებენ, სამსახურებიდან უშვებენ, რომ პროტესტი ჩაკლან
— აღარ არსებობს სამართალდამცავი სისტემა — ქართულ პოლიციად წოდებული რუსული ომონი იცავს ტიტუშკებს და ნადირობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ნიღბებისა და მაშხალების გამო
— არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემა — მანდატური, ომონელი, პროკურორი, მოსამართლე — ყველამ ყველაფერი იცის, ყველა რუსული სისტემის მსახურია, ყველა ზუსტად ისე ამართლებს საკუთარ ქცევას, როგორც კონცლაგერების ნაცისტი მსახურები ამართლებდნენ ებრაელი ბავშვების ხოცვას — "მე კანონს ვასრულებ".
— მმართველობის რუსული ფორმა ხდება უფრო შემზღუდავი და უფრო სასტიკი — სულ უფრო მეტი რამ იკრძალება და ჯარიმების ოდენობა სულ უფრო იზრდება
— რუსებმა ქვეყანა ჩააბარეს უტვინო, გაუნათლებელ, უნიჭო და უსინდისო ნაბიჭვრების ხროვას, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობის გადარჩენისთვის ხელს აწერენ და მიდიან ყველაფერზე
— ამ ყველაფერთან შეგუება ამორალური და საშიშია
— ამის შეცვლა მარტო შენ შეგიძლია, სხვა არავინაა დღეს და აქ
თუ გავიწყდება ეს ყველაფერი
— შეხვდი ნაწამებ ადამიანებს და მოაყოლე მათი ისტორიები
— დაესწარი სასამართლო სხდომებს და პირადად ნახე, რა ხდება სასამართლოში
— ნახე დაჭერილი ადამიანების მშობლები, როგორ არიან, როგორ აგრძელებენ ცხოვრებას
— მობილურში, კომპში, სოც ქსელებში დაიყენე რაღაცები, რაც მუდმივად შეგახსენებს, რა გარემოში ცხოვრობ და საით მიგათრევენ დღევანდელი ორჯონიკიძეები
არ გაექცე რეალობას და არ ჩაიკეტო საკუთარ ნაჭუჭში, ვერ გიშველის, ვერ დაიმალები
რეალობისგან ახლა გაქცევა, ნიშნავს მერე ქვეყნიდან გაცევას ან მონობასთან შეგუებას
რუსთაველზე გასვლა როცა შეგიძლია, რამდენი ხნითაც შეგიძლია, არის დღეს მინიმუმის მინიმუმი


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…