სამეზობლო იქმნება ზრუნვით — სითიქომი 2024 წელს აჯამებს
ფოტო: CityCom
მეგობარი ცხოველებისთვის აშენებული სახლები, ახალ წელს მორთული ნაძვის ხე, სამეზობლოს უსაფრთხოების გაუმჯობესების ინოვაციური ბერკეტები — ეს მხოლოდ ნაწილია იმ შთამბეჭდავი მიღწევებისა, რომლებიც სითიქომელი მეზობლების მიერ 2024 წელს განხორციელდა.
ეს წელი ნამდვილად გარდამტეხი იყო — გაერთიანების, ახალი მიზნების განხორციელებისა და ინოვაციური იდეების დასაწყისი. მხოლოდ 2024 წელს პლატფორმას 195 000 ახალი მეზობელი შემოუერთდა, რის შედეგადაც დღეს 600 000-მდე ადამიანი ზრუნავს საერთო მიზნების შესასრულებლად მთელი საქართველოს მასშტაბით.
თითოეული სამეზობლო ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ინდივიდუალურ ინიციატივებს საერთო იდეების რეალობად ქცევა. სითიქომის დახმარებით მხოლოდ წელს მეზობლებმა უკვე 20 მილიონამდე ლარი შეაგროვეს და მრავალფეროვანი მიზნებისთვის გამოიყენეს. ეს მოიცავდა კორპუსების რეაბილიტაციას, სამეზობლო ღონისძიებებს, საჩუქრების შეძენას და სხვა ინიციატივებს, რომლებმაც სამეზობლოს ყოველდღიური ცხოვრება უფრო კომფორტული და ჰარმონიული გახადა.
"წელს განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მეზობლობის საერთაშორისო დღე, რომელიც საქართველოში პირველად აღინიშნა 2024 წელს, 28 სექტემბერს, სითიქომის ორგანიზებით. თბილისი მოლში ჩვენს სტენდთან მეზობლები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ, ჩვენთან ერთად ითამაშეს სახალისო თამაშები, გაგვიზიარეს საინტერესო სამეზობლოს ისტორიები. მოკლედ რომ ვთქვათ, სასიამოვნო საღამო გვქონდა ჩვენს სტუმრებთან — თათული ედიშერაშვილთან, თამუნა ნიკოლაძესთან და ელენიკო რუხაძესთან ერთად. ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მეზობლების დაფასება და მხარდაჭერა.
2024 წელი სითიქომისთვის ტექნოლოგიური წინსვლის წელიც იყო.
გასული წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ჩვენი ვებგვერდისა და აპლიკაციის განახლებაზე, რომელიც მალე მომხმარებლებს ბევრ ახალ მოსახერხებელ და ინტერაქციულ ფუნქციონალს შესთავაზებს. 2025 წლიდან ჩვენი მეზობლები სითიქომის აპლიკაციიდანვე შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას და მრავალი ინფორმაციის გაზიარებას. ამ სიახლის
დახმარებით, მეზობლები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ გაერთიანებას და უამრავი საინტერესო იდეის განხორციელებას.
ამ ყველაფერთან ერთად, 2024 წელს ბიზნესებმა და ორგანიზაციებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს სითიქომთან თანამშრომლობა, რაც ნიშნავს, რომ წამყვანმა კომპანიებმა მეზობლობის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღეს და მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივების ნაწილად იქცნენ.
მათი მხარდაჭერით 2025 წელს სამეზობლოები არაერთი პროექტის განხორციელებას შეძლებენ, რომელიც სამეზობლო ცხოვრებას მეტად კომფორტულსა და ჰარმონიულს გახდის.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მეზობლობის გაუმჯობესებაა, 2024 წელი კი სითიქომისთვის ამ მიზანთან კიდევ უფრო ახლოს მისვლის, ზრდისა და ახალი შესაძლებლობების წელი იყო. 2025 წელს კი კიდევ უფრო დიდ გეგმებს ვისახავთ მიზნად, ველოდებით უფრო მეტ მზრუნველ მეზობელს, ჩვენ კი გიმზადებთ უამრავ საინტერესო, ახალ ფუნქციონალს, რომლის დახმარებითაც შევძლებთ, სამეზობლოს ცხოვრება კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ." — გვიყვებიან სითიქომში.
გაიგე მეტი სითიქომის სერვისების შესახებ ინსტაგრამისა და ფეისბუქის საშუალებით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები