რობერტ ფიცო, ქვეყანაში "სახელმწიფო გადატრიალების" საშიშროების გამო, უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს
ფოტო: The Guardian
რობერტ ფიცომ დღეს, 23 იანვარს, ქვეყანაში "სახელმწიფო გადატრიალების" საშიშროების გამო, უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია რომლის შესახებაც, ფიცოს თქმით, სპეცსამსახურებმა აცნობეს. სლოვაკეთის პრემიერმინისტრის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას გერმანული მაუწყებელი DW ავრცელებს.
ფოცოს განმარტებით, არსებობს კანონიერი ხელისუფლების დამხობის გეგმა, რომელიც სხვა ქვეყნებში გამოცდილი მოდელით, ითვალისწინებს ქუჩის საპროტესტო აქციებს და ადმინისტრაციულ შენობებში შეჭრას.
საჯაროდ რაიმე დეტალების და მტკიცებულებების მოყვანის გარეშე, ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთში არსებობს სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებული ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ანალოგიურ პროცესებში მონაწილეობდა საქართველოსა და უკრაინაში(მაიდანი).
22 იანვარს, ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით, ოპოზიციურმა პარტიებმა "პროგრესულმა სლოვაკეთმა", "თავისუფლება და სოლიდარობამ" და "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" პარლამენტს ხელახლა მიმართეს. კენჭისყრა შვიდი დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. სამ ოპოზიციურ პარტიას სლოვაკეთის 150-წევრიან პარლამენტში 55 დეპუტატი ჰყავს.
ოპოზიციონერების მხრიდან ფოცოსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის სხდომაზე 21 იანვარსაც უნდა განეხილათ, თუმცა ოპოზიციამ წინადადება გაიწვია, ხოლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც სპიკერმა ფიცოს მიმართვა დააკმაყოფილა და სხდომის დახურული რეჟიმით ჩატარება გადაწყვიტა.
სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა მოგვიანებით სხდომის დახურვის მოთხოვნა იმით ახსნა, რომ დეპუტატებისთვის უნდა წარედგინა სპეცსამსახურების საიდუმლო მოხსენება სლოვაკეთში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ.
ცნობისთვის, ოპოზიცია სლოვაკეთის პრემიერმინისტრს ქვეყნის იზოლაციის გამომწვევ ანტიდასავლურ საგარეო კურსსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის აღმოსავლეთისკენ შეტრიალებას.
რობერტ ფიცო, უნგრეთის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანთან ერთად დასავლეთს ხშირად აკრიტიკებს, ისევე როგორც მის პოლიტიკას რუსეთისადმი და უკრაინის მხარდაჭერას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები