გიორგი ბაჩიაშვილი: მე შემეძლო გავჩუმებულიყავი და ივანიშვილთან გარიგებაზე წავსულიყავი, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი
ფოტო: გიორგი ბაჩიაშვილი
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალს "არალეგიტიმურს" უწოდებს და აცხადებს, რომ "ისჯება, რადგან არ გაიზიარა ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი". სასამართლო პროცესზე მან გაიმეორა, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გაამყარებს ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს.
"ბატონო მოსამართლე, დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ სრულიად უდანაშაულო ადამიანი. ამ დარბაზში საერთოდ არ უნდა ვიმყოფებოდე, ზუსტად ისევე, როგორც ძალიან ბევრი სხვა ახალგაზრდა, რომლებიც დღეს ამ დარბაზებში არ უნდა იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეჟიმის პირობებში უწევთ ამ სკამზე ჯდომა. ეს სასამართლო არ არის არანაირ კანონსა და სამართლიანობაზე დაფუძნებული და მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს: ჩემს დასჯას, ანგარიშსწორებას და ფულის გამოძალვას. დასჯას იმის გამო, რომ არ გავიზიარე ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი. დასჯას იმის გამო, რომ დავრჩი ჩემი ღირებულებების ერთგული და არ ავყევი ამ ქვეყნის მოღალატეობრივ საქციელში". — თქვა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის თქმით, სპექტაკლი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დგამს, პოლიტიკურად მოტივირებულია. მან მოსამართლეს მოუწოდა, სასამართლოში ივანიშვილის მოწმედ დაკითხვა უზრუნველეყო, ვინაიდან ბაჩიაშვილის თქმითვე, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროცესზე არ გამოცხადდეს.
ამასთან, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის პირადადაა მომსწრე, მოსამართლეები და პროკურორები როგორ დადიოდნენ ივანიშვილთან, რაც იმის საფუძველს აძლევს, სასამართლოს მიმართ უნდობლობა ჰქონდეს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა მას კრიმინალური "სოჩიკი" ჩაურთო.
"სასამართლო უნდა იძიებდეს ვინაა კორუფციაში გარეული და არა ბიძინა ივანიშვილის ზეპირ ჩვენებაზე დაფუძნებულ სპექტაკლს. ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების ყველა შეცდომა გაიმეორა და სასამართლოს დასჯის იარაღად იყენებს. ეს ხელისუფლება ყველაფერს ჩადის, რომ ეს დანაშაულებრივი, კორუფციული მმართველობა გაიგრძელოს. მე შემეძლო გავჩუმებულიყავი და ივანიშვილთან გარიგებაზე წავსულიყავი, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი.
ივანიშვილმა თავის წარმომადგენლის მეშვეობით გამომიგზავნა წერილი, სადაც ჩემი თავისუფლების საფასურად დიდძალი ოდენობით კრიპტოვალუტას ითხოვს, პირდაპირ, მითითებულია, თუკი არ დავაბრუნებ ამ კრიპტოვალუტას, მზარდი თანხებია მითითებული, კრიმინალური "სოჩიკი" ჩამირთო ასე ვთქვათ, ივანიშვილმა. პატიმრობის მუქარა — რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს სპექტაკლი, რასაც დგამს, პოლიტიკურად მოტივირებულია, ეს პირდაპირ გამოძალვაა", — განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის თქმით, მას პირველ ჯერზე 5000 ბიტკოინი მოსთხოვეს, ყოველთვე კი თუკი არ გადაიხდიდა, რაოდენობა 500 ბიტკოინით გაიზრდებოდა. მისივე განმარტებით, მას წერილი რამდენიმე თვის წინ გაუგზავნეს.
გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები