კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი

23 Jan. 2025, 13:19

ყველას კარგად ესმის, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა არის პირველ რიგში, ღირებულებების აღიარების საკითხი. "ქართული ოცნება" ამ ხნის განმავლობაში დასავლურ, ევროატლანტიკურ ღირებულებებს აბუჩად იგდებდა, სხვადასხვა კნინობითი ტერმინით მოიხსენიებდა, მგონია, რომ ხელისუფლებას ამის გამოსწორება ძალიან გაუჭირდება მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი განსხვავებულია. აშშ არის საერთაშორისო არენაზე ევროატლანტიკური ღირებულებების დამცველი და მისი ხელშემწყობი.

ყველამ იცის, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და რეალურად, ხელისუფლების ცვლილება, ახალი ნდობის გაჩენა ქვეყნის მიმართ, როგორც ინვესტირების, ისე მოსახლეობის მხრიდან, შესაბამისად, ამ გზით ქვეყნის კონსოლიდაცია. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ჩვენ სავალალო სიტუაცია გვაქვს. შეუძლებელია, ბიზნესს რეალისტური, დადებითი მოლოდინები ჰქონდეს იმ დროს, როდესაც ქვეყანაში პრაქტიკულად, კანონი აღარ კანონობს და ინსტიტუტები არის მოშლილი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…