მოსამართლემ ნანუკა ჟორჟოლიანი 5000 ლარით დააჯარიმა
ფოტო: პუბლიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამართალდამრღვევად მიიჩნია და 5000 ლარით დააჯარიმა.
შსს მას 3 იანვარს აქციაზე ხალხის არასაკმარისი რაოდენობის პირობებში გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა სხდომის დასაწყისში მოსამართლის აცილება მოითხოვა, ჟურნალისტი დაინტერესდა, იყო თუ არა 12 იანვარს რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეთა კორპორაციულ შეკრებაზე მანუჩარ ცაცუა. ტელეწამყვანის განმარტებით, შესაძლოა, მოსამართლეს "პირდაპირი წყენა და ბრაზი ჰქონდეს მის მიმართ", რადგან იმ დღეს აქციის აქტიური მონაწილე იყო.
მოსამართლე ცაცუამ ჟორჟოლიანის შეკითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ აცილების შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.
ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლოზე შსს პატივისცემა დაუდასტურა და განაცხადა, რომ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
"უპირველეს ყოვლისა, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ეს იცოდეთ. ჩვენს შორის ყოველთვის ორმხრივი თანამშრომლობაა, ნებისმიერ შემთხვევაში ამას პატრულის ყველა თანამშრომელი დაადასტურებს, ყოველთვის გამოვხატავ ღია და საჯარო სიმპატიას მათ მიმართ. მე არ მჯერა იმის, რომ პოლიციელმა მითხრა, რომ ეს უკანონობაა და მე სხვაგვარად ვიმოქმედე.
ამ სასამართლოში მიდის პროცესები და ადამიანებს აჯარიმებენ, რომლებიც იქ საერთოდ არ ყოფილან, თავის თავს ვერ ცნობენ მასალაში და აჯარიმებენ ისეთებს, რომლებიც უკვე გადაკეტილზე მიდიან. აქედან გამომდინარე, ის მტკიცებულება, რომელიც თქვენ წარადგინეთ, არ მაძლევს საშუალებას, რომ მე თქვენთან დავაში შემოვიდე, ამ შემთხვევაში საშუალებას ვგულისხმობ, მორალურ მიზეზს არ მაძლევს, რადგან მე ვიცი, ადამიანები როგორ არაფრის გამო ჯარიმდებიან, არაფრის გამო მიდიან ციხეში და როგორ არაფრის გამო ისჯებიან. ამიტომ თქვენ გაქვთ ის მიზეზი და მე ვხედავ ამ მიზეზს, რომ შეიძლება, თქვენ საკმარისად ჩათვალოთ ადმინისტრაციული ჯარიმის დასაკისრებლად, ამიტომ დავზოგავ თქვენს დროს, მოსამართლის დროს, მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა, რომ პატრულმა სამართალდარღვევისკენ მივუთითე და არ დავემორჩილე… მიუხედავად ამისა, გეუბნებით, ის ვიდეო, რომელიც წარადგინეთ საკმარისია, ჩაითვალოს, რომ გზა გადავკეტე. ამიტომ თუ სასამართლო დამაჯარიმებს, მე ვიღებ ამ ჯარიმას, როგორც იმ ჯარიმას, რომელიც უნდა გადავიხადო. აქვე განვმარტავ, ხვალ და ზეგ მე მაინც წავალ რუსთაველის გამზირზე.", — თქვა მან.
სხდომაზე გამოჰკითხეს მოწმე პოლიციელიც, რომელმაც თქვა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანთან არ მისულა, თუმცა იმ დროს გზაზე ვინც გადავიდა, ყველას განუმარტა, რომ კანონს არღვევდა.
შსს-ს წარმომადგენელთან კითხვა-პასუხის ეტაპზე ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ გზის გადაკეტვა იქნება მანამ, ვიდრე "პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს გარეთ არ გამოუშვებენ".
ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობდა ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით, რომელიც შეკრების და მანიფესტაციების წესის დარღვევას გულისხმობს და 5000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები