ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა
ფოტო: ჯივიპი
2024 წელი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის სისტემური განახლების წელი იყო, როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით. Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აქტიურად აგრძელებს და სამოქმედო გეგმის მიხედვით თბილისის, რუსთავისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებას ეტაპობრივად აუმჯობესებს .
მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად 2024 წელს ჯივიპიმ
უპრეცედენტოდ დიდი, 120 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
განხორციელებული ინვესტიციის 60%-ზე მეტი წყლისა და წყალარინების ამორტიზებული ქსელების რეაბილიტირება-განახლებაზე დაიხარჯა. ინვესტირება ასევე განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ქსელების ზონირების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკული მიმართულებით.
ჯივიპის მიერ 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული 100-ზე მეტი პროექტის შედეგად არაერთი საოპერაციო მაჩვენებელი გაუმჯობესდა, მათ შორის:
· 18%-ით შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები
· 19%-ით შემცირდა ქსელზე ინცინდენტების რაოდენობა
· 29%-ით შემცირდა წყალმომარაგების გეგმიური შეზღუდვის საშუალო დრო
· დაიზოგა 11 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის წყალი
Aqualia-ს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლებაა. სწორედ ამ მიმართულებით 2024 წელს ჯამში 65 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჯივიპიმ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე 95 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა და 88 კმ სიგრძის ქსელი განაახლა, მათ შორის თბილისში - გახოკიძის, მეფრინველეობის, აჰმედ მელაშვილის ქუჩებზე, რუსთავში - მეგობრობის, ლომოურის, ბარათაშვილის და სხვა ქუჩებზე.
2024 წლის პროექტებს შორის აღსანიშნავია წყალმომარაგების ქსელის ზონირება, რომელიც წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და დანაკარგების შემცირებას ემსახურება. ზონირების პროექტი ამცირებს ქსელების ავარიულად დაზიანების რისკს და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებს. რუსთავში, მცხეთასა და თბილისის ზედა ზონებში დასრულებული ზონირების საპილოტე პროექტების შედეგად, მიმდინარე წელს 11 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის წყალი დაიზოგა.
2024 წელს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში განახლდა რუსთავის სათავე ნაგებობაზე არსებული სატუმბე სადგურები და ქალაქის მკვებავი მაგისტრალური ქსელი. განხორციელებული პროექტების შედეგად რუსთავის მოსახლეობას გასულ წლებთან შედარებით მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა.
მოძველებული ქსელების განახლების პარალელურად, ჯივიპი აქტიურად მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მოდერნიზებაზე. ქსელზე არსებულ დაზიანებებზე რეაგირებების დროის შემცირებისა და ოპერატიულობის გაზრდის მიზნით კომპანიამ განაახლა ავტოპარკი, სპეც ტექნიკა და აღჭურვილობა. ამასთანავე წარმატებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების გაციფრულება და ავტომატიზაცია.
გარდა უშუალოდ წყალმომარაგების მომსახურებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისის შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით 2024 წელს შეიქმნა მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფი, ასევე ინერგება განახლებული ვებ-გვერდი, რომელიც ჯივიპის აბონენტებს მისცემს შესაძლებლობას უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად, დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით.
„2024 წელს განხორციელებული თითოეული პროექტი ჩვენი მომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად, წყალმომარაგების სერვისი რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია, სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანს დიდი შრომა და რესურსი ჭირდება. ჩვენი პასუხისმგებლობაა ეს პროცესი სწორად ჰქონდეს აღქმული ჩვენს მომხმარებელს. გვსურს საზოგადოება სათანადოდ იყოს ინფორმირებული, რომ წყლის მოპოვება, დამუშავება და მომხმარებლებამდე მიყვანა რთული და მასშტაბური ციკლია. სწორედ ეს არის ჩვენი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ძირითადი სათქმელიც - წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია”. - ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები