"ისევ ამ უაზრობას უტრიალებთ?" — რობერტ პატინსონი ბინდის კრიტიკოსებს მიმართავს
ფოტო: Summit Entertainment
ცნობილი ამბავია, რომ რობერტ პატინსონს ბინდის საგა დიდად არ ეხატება გულზე. იმის მიუხედავად, რომ ინგლისელ მსახიობს საყოველთაო პოპულარობა სწორედ ედვარდ კალენის როლმა მოუტანა, პატინსონს სტეფანი მეიერის ვამპირული საგის მიმართ თავისი სიძულვილი არასდროს დაუმალავს. როცა წავიკითხე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს წიგნი არც უნდა გამოცემულიყოო, აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა, ამის მიუხედავად, ბინდის კრიტიკოსების რიგებში მსახიობი საკუთარ თავს მაინც ვერ ხედავს.
"როგორ მიყვარს, ხალხი რომ მოდის და მომახლის, ბინდმა ვამპირული ჟანრი მიწასთან გაასწორაო", — ირონიულად აღნიშნავს პატინსონი უახლეს ინტერვიუში, — "ნუთუ ისევ ამ უაზრობას უტრიალებთ? როგორ შეიძლება ლამის 20 წლის წინანდელი რამის გამო წუხდე?! დაუჯერებელია".
პატინსონს თურმე კიდევ იმის დაჯერება უჭირს, რომ ბინდის საგა პოპულარობას არ კარგავს.
"ეს ფილმები ხომ ძალიან ძველია. პირველი 2008 წელს გამოვიდა, ჯანდაბა!", — ამბობს მსახიობი.
ბინდი კი, არათუ ინარჩუნებს პოპულარობას, ახალი სიმაღლეების დასაპყრობადაც ემზადება. გასულ წელს შევიტყვეთ, რომ ნეტფლიქსი საგის ერთ-ერთი წიგნის, შუაღამის მზის, მიხედვით ანიმაციურ სერიალს გადაიღებს.
სტეფანი მეიერმა ბინდის საგის პირველი რომანი 2005 წელს გამოსცა. სერიის ოთხწიგნეული 37 ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა, რამაც მწერალს $125-მილიონიანი შემოსავალი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ავტორის სახელი მოუტანა. საგის მიხედვით გადაღებულმა ხუთმა ფილმმა, სადაც მთავარი როლები რობერტ პატინსონმა, კრისტენ სტიუარტმა და ტეილორ ლოტნერმა შეასრულეს, მსოფლიოში ჯამურად $3,4 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.
2020 წელს მეიერმა ასევე განაცხადა, რომ ბინდის სამყაროსთან დაკავშირებული კიდევ ორი წიგნის დაწერას აპირებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები