ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო შეზღუდვას ბრიუსელში კენჭს დღეს უყრიან — შეთანხმება მიღწეულია
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი 24 იანვარს დაუჭირეს და შეზღუდვა ოფიციალურად ბრიუსელში, სავარაუდოდ, დღეს გაფორმდება. წინადადებაზე ევროკომისიამ იმუშავა, სამუშო დოკუმენტი 23 იანვრითაა დათარიღებული.
"წევრ სახელმწიფოებში და ევროკავშირში კავშირში საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მიზანშეწონილია და პროპორციულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა მოითხოვონ ვიზა საქართველოს იმ მოქალაქეებისგან, რომლებსაც აქვთ მოქმედი დიპლომატიური პასპორტები, რომლებიც მიემგზავრებიან ევროკავშირში, რადგან ეს პირები წარმოადგენენ ინტერესებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმას, რამაც სავიზო შეზღუდვების გამარტივება გამოიწვია", — ამის შესახებ ევროპის კავშირის საბჭოს 23 იანვრით დათარიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, სადაც დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებაზეა საუბარი.
დოკუმენტში წერია, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა თავისი განზრახვა არ მოითხოვოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე. ამ განცხადებამ საქართველოს მრავალ ქალაქში მასობრივი პროტესტი გამოიწვია, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალის გამოყენებით და ძალადობრივი მეთოდებით და აქციის მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების თვითნებური დაკავებითა და არასათანადო მოპყრობით უპასუხა.
საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებული იყო შეთანხმება ფორმალობების გამარტივების შესახებ და ეწინააღმდეგება კავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს.
კერძოდ, ეს ქმედებები პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ პრინციპებს. ამიტომ არ შეესაბამება კავშირის ღირებულებებს და აფერხებს ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, ჰუმანიტარულ, კულტურულ, სამეცნიერო და სხვა კავშირებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ცნობისათვის, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის ელჩებმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრები ამას ორშაბათს დაეთანხმებიან.
"ევროკავშირის ელჩებმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე დღეს დილით მწვანე შუქი აანთეს. საგარეო საქმეთა მინისტრები ამას ორშაბათს დაეთანხმებიან. უნგრეთი და სოლოვაკეთი წინააღმდეგ მისცემენ ხმას, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან აქ კვალიფიციური უმრავლესობაა," — დაწერა იოზვიაკმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები