სოსო ფხაკაძე: არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ ვაფინანსებდით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური და ყოველთვის ვართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარეს
"არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ ვაფინანსებდით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური და ყოველთვის ვართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარეს" — ამის შესახებ ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე და წერს და 9 იანვარს რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის მომდევნო სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მოცემული იყო 25 პირის სია, რომელთა დასანქცირებასაც წერილის ავტორები ითხოვდნენ.
ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე აშშ-ის შესაძლო სანქცირებულთა სიაში აღმოჩენაზე BMG-ს წერილით პასუხობს:
"პირველი, ეს ჰიპოთეტურ დონეზეც კი არის სრულიად უსამართლო და არაობიექტური ჩვენი ჯგუფის მიმართ და ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში.
მეორე, პირველივე დღიდან, ბიზნეს საქმიანობას ვეწევით დასავლური ღირებულებებისა და ფასეულობების შესაბამისად და ამასაც ყველა გრძნობს და იცის, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ჩვენს ჯგუფში შემავალ რომელიმე კომპანიასთან.
მესამე, არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ ვაფინანსებდით და ესეც ყველამ იცის.
მეოთხე, ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური და ყოველთვის ვართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარეს და ასე იქნება მომავალშიც. ამასთან, ვართ მსხვილი ბიზნესი და, ბუნებრივია, ყოველთვის გვქონდა და მომავალშიც გვექნება ნორმალური ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ეს მთელ მსოფლიოში ყველასთვის მარტივად გასაგები მოცემულობაა.
მეხუთე, 1998 წლიდან, ამერიკის შეერთებული შტატებია სწორედ ის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო კავშირები მაქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ჩემი 2 ალმა-მატერი.
ასევე, ამა წლის 29 იანვრიდან რამდენიმე კვირით ვიქნები ბოსტონში, ჩემს ყოფილ უნივერსიტეტში, სადაც 2023 წლიდან გავდივარ ახალ სასწავლო პროგრამას. ამას გარდა, წლების მანძილზე ვმუშაობდით ამ თემაზე და დღეს საქართველოში წარმოვადგენთ სამ, ძალიან ცნობილ, ძალიან წარმატებულ ამერიკულ ბრენდს (ვენდისი, დანკინი და საბვეი).
როგორც აღვნიშნე, ამ ყველაფრის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაქვს მჭიდრო, ყოველკვირეული კავშირი და ესეც ყველამ იცის, ვინც მიცნობს. ვინც არ მიცნობს, გამიცნობს და მიხვდება. და ბოლოს, ბუნებრივია, ჩვენ მარტივად შევძლებთ დავიცვათ და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე ნებისმიერ დონეზე აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში," — წერს სოსო ფხაკაძე წერილში.
აშშ-ში, სავარაუდოდ, მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილს და 25-კაციან დასასაანქცირებელ პირთა სიაში მოხვედრას უკვე გამოეხმაურნენ ბიზნესმენები ნოშრევან ნამორაძე და ირაკლი რუხაძე და ჰოლდინგური კომპანია საქართველოს კაპიტალი. ამ უკანასკნელის განცხადება დაკავშირებული იყო ამავე სიაში საქართველოს კაპიტალის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის მოხვედრასთან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები