ოჯახი ჩრდილოეთ ოსეთიდან სომხურ "ჯერმუქის წყლებს" უჩივის და $15 მლნ-ს სთხოვს
ვლადიკავკაზელი ბიზნესმენის ოლეგ გუსოვის ოჯახმა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჯერმუქის მინერალური წყლის დალევის შემდეგ გარდაიცვალა, სომეხი მწარმოებლის, მისი წარმომადგენლისა და დისტრიბუტორების წინააღმდეგ რუსეთში სარჩელი შეიტანა.
სარჩელის შესახებ ინფორმაცია კვირას გავრცელდა.
რუსული მედიასაშუალება კომერსანტი იტყობინება ამ საქმის შესახებ და წერს, რომ გუსოვმა 2024 წლის 11 თებერვალს ვლადიკავკაზში, "ფარნის" ბაზრობაზე მდებარე სადგომზე ჯერმუქის მინერალური წყლის შეფუთვის მქონე ბოთლი იყიდა.
ის ჯერ ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით მოსკოვში, სადაც "კოროზიული სითხით" (ძმარმჟავით) მოწამვლა დაუდგინეს და რამდენიმე დღის შემდეგ, 13 თებერვალს გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ბიზნესმენი, ოლეგ გუსოვი
ფოტო: რუსული "კომერსანტი"
კომერსანტის ცნობით, გუსოვის სიკვდილის მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ დაზარალებულს პირიდან ძლიერი ძმრის სუნი ამოსდიოდა, ამავდროულად, გუსოვის ქალიშვილმა განაცხადა, რომ ორი კვირის განმავლობაში ძმრის სუნი იდგა სახლსა და ეზოში იმ ადგილზე, სადაც ბოთლი მას შემდეგ გატყდა, რაც მამამისს დალევისთანავე ხელიდან გაუვარდა.
საქმეზე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და არაერთი მოთხოვნა გაიგზავნა სომხეთში, მაგრამ კომერსანტის ცნობით, რუსულ მხარეს "პასუხი არ მიუღია"
კომერსანტმა დაზარალებულ მხარესაც ციტირებს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ "ძმრის მჟავა შესაძლოა ბოთლში ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის შედეგად მოხვდა".
გუსოვის წარმომადგენლები ამ დასკვნამდე მინერალური წყლის ჩამოსასხმელ ქარხნებში გამოყენებული ტექნოლოგიების შესწავლის შემდეგ მივიდნენ. მათ გაარკვიეს, რომ ძმარმჟავას მინის ჭურჭლის გასარეცხად იყენებენ.
მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჯერმუქის წყლები რუსეთში სანქცირებული იყო.
ორშაბათს სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ "არსენპრესს" განუცხადა, რომ სომხეთმა რუსეთს "შესაბამისი მტკიცებულებები" წარუდგინა, რომ ჯერმუქის მინერალური წყალი "მოთხოვნებს აკმაყოფილებს"
ჯერმუქის წინააღმდეგ რუსეთის შეზღუდვები 2024 წლის მარტის ბოლოს საბოლოოდ გაუქმდა. სამთავრობო მედიასაშუალება TASS იტყობინება, რომ ვოლგოგრადის ოლქის ინსპექტორებმა 11 000-ზე მეტი მაღაზია შეამოწმეს, რომლებიც ჯერმუქის წყალს ყიდიან და აღმოაჩინეს, რომ ისინი ყველა უსაფრთხო იყო.
სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერმუქის წინააღმდეგ შეზღუდვების მოხსნა "ადასტურებს, რომ სომხური მხარის მტკიცებულებები საკმარისი იყო".
ორშაბათს, თავის განცხადებაში ჯერმუქმა სარჩელს "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა და აღნიშნა, რომ მინერალურ წყალს ბიზნესმენის გარდაცვალებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ამ საკითხში კომპანიის ბრალეულობა უარყო.
ჯერმუკმა ასევე თქვა, რომ რუსული მედიასაშუალებების ინციდენტის აღწერა ცრუ ინფორმაციას შეიცავს, რომელიც ცილისმწამებლური იყო და უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.
"ვინაიდან არც დაწყებული სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში და არც განხორციელებული მრავალრიცხოვანი შემოწმების დროს (მათ შორის, რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ) არ დადასტურდა ოლეგ გუსოვის გარდაცვალება […] "ჯერმუქის" მინერალური წყლის შედეგი", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანია ჯერმუქმა ასევე განაცხადა, რომ იგი არ იყო ჩართული რუსეთში გუსოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებულ სამართალწარმოებაში და რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა "ბევრმა ინსპექციამ" დაადასტურა, რომ ჯერმუქის მინერალური წყალი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს და განკუთვნილია საკვებად გამოსაყენებლად.
გასულ წელს, ბიზნესმენის გარდაცვალების ცნობიდან მალევე, ჯერმუქმა განაცხადა, რომ მისი მინერალური წყალი არ შეიცავს ძმარს და "არ წვავს საყლაპავს".
სომხური კომპანიის წინააღმდეგ სარჩელის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები კრიზისის ახალ რაუნდში შევიდა.
რუსეთს ადრე იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ჯანსაღი საკვების სტანდარტებს იყენებდა ისე, როგორც ქვეყნებზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელების საშუალებას.
2024 წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად შეიცვალა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რუსეთი აცხადებდა, რომ სხვადასხვა სომხური პროდუქცია, მათ შორის სომხური კონიაკი, ვერ აკმაყოფილებდა რუსულ სტანდარტებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები