ექიმები: ჩვენი მოთხოვნაა, სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილური ექიმები, დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან
ჩვენი მოთხოვნაა, სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილური ექიმები, ეს იქნება კონსილიუმის თუ სხვა ფორმით, დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. თითოეული აქ მდგომთაგანი მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შევიდეს მზია ამაღლობელთან, - ეს განცხადება აჭარაში მოქმედმა ექიმებმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს.
მათი განმარტებით ჟურნალისტის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა საფრთხეშია.
"მე-17 დღე შიმშილობა, მხოლოდ წყლის მიღება ძალიან სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ენერგიის უკიდურეს დეფიციტს განიცდის, რაც მრავალფეროვან და ხშირად შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.
ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს? შიმშილობის მე - 17 დღეს შესაძლოა, განვითარდეს ორგანოების უკმარისობა: გულის, თირკმელების, ღვიძლის და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ირღვევა.
ნერვული სისტემის მხრივ: ტვინი ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს თავისი ფუნქციების შესუსტებას, რაც იწვევს გონების დაკარგვას, კომას და სიკვდილს. ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი: ორგანიზმში მნიშვნელოვანი მინერალების დეფიციტი იწვევს გულის არითმიას, კუნთების სპაზმებს და სხვა სერიოზულ პრობლემებს. იმუნური სისტემის მხრივ: ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ.
პაციენტს წარმოექმნება ფსიქიკური პრობლემები: შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს.
რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება. წყალი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომელიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან და ცხიმებიდან.
ასევე ამ დროს ვითარდება ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
შიმშილობის საკითხი პენიტენციურ სისტემაში რეგულირდება მრავალი საერთაშორისო სტანდარტით, მათ შორის:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ;
მინიმალური სტანდარტებით პატიმრობის პირობების შესახებ (ნელსონ მანდელას წესები).
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკიდან გამომდინარე, ასევე ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, აქამდე პენიტენციურ სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს ყოველდღიურად უნდა მოეხდინა უზრუნველყოფა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისა საზოგადოებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის 24 საათიანი მონიტორინგი.
მზია ამაღლობელი ბოლო 45 წელიწადში საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც უკანონო ხელისუფლება სჯის მაღალეთიკური, უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლისთვის სიმართლისთვის, ხელისუფლების დანაშაულებისა და შეცდომების მხილებისთვის. მზია ამაღლობელის დახსნა რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ამოცანაა ისევე, როგორც დანარჩენი 53 უკანონო პატიმრის.
თავისუფლება მზიას!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!
თავისუფლება საქართველოს დიქტატურისგან!
ჩვენი მოთხოვნაა, სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილური ექიმები, ეს იქნება კონსილიუმის თუ სხვა ფორმით, დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. თითოეული აქ მდგომთაგანი მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შევიდეს მზია ამაღლიბელთან", — აცხადებენ ექიმები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები