მერაბ წულუკიძე

28 Jan. 2025, 19:38

მთელი ჩემი პროფესიული საქმიანობა "ბათუმელების" პარალელურად მიდიოდა. მათგან ვისწავლე პროფესიული სტანდარტი, ობიექტურობისა და სიმართლის ფასი, ვალდებულებები და კიდევ ბევრი რამ. "ბათუმელები" მუდმივად იყო ჩემი სიუჟეტების წყარო. წყარო რომელიც გადამოწმებას არ საჭიროებს, რადგან ისინი არ ტყუიან. არ მახსოვს ზარი (ხშირად ყოველდღიური) , რომელიც უპასუხოდ და პროფესიული დახმარების გარეშე დარჩენილიყო, ეს პროცესი ქმნის ადამიანურ ურთიერთობებსაც, რომელიც აღარასდროს იშლება.

დღეს მზიას სიცოცხლე საფრთხეშია, არ დავიწყებ და არცაა საჭირო კიდევ ერთხელ ვთქვა ვინ არის მზია ამაღლობელი-ეს ისედაც ყველამ კარგად იცის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საუბარია უზენაეს ღირებულებაზე — სიცოცხლეზე , ამიტომ ყველამ ერთად და ხშირად უნდა ვთქვათ — "თავისუფლება მზია ამაღლობელს!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…