"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" თვლის, რომ მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიზებულია
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" (CPJ) ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი, გულნოსა საიდი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მას ახლა თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ის მოუწოდებს შესაბამის პირებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ამაღლობელი და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
"პირველ რიგში, ის, რომ [მზია] პატიმრობაში იმყოფება პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობა შიმშილობის გამო, რომელსაც ის ახლა მიმართავს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შიმშილობა ერთადერთი გზაა, იმ მოპყრობის გასაპროტესტებლად, რომელსაც ის იღებს. ეს აშკარად პოლიტიკური და პოლიტიზებული საქმეა.
ის მიზანში ნამდვილად თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
რა თქმა უნდა, პოლიციელს არავინ უნდა გაარტყას და ამის საწინააღმდეგო კანონი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უამრავ სხვა ქვეყანაშიცაა. მაგრამ, თუ დავაკვირდებით ამ საქმის დეტალებს — მზიას ორჯერ დაკავებას, ყველაფერს რაც მის დაკავებამდე და დაკავების შემდეგ მოხდა, მოპყრობას, რომელიც მის მიმართ აქვთ — ცხადია, რომ მას კარგად იცნობდა პოლიციის უფროსი, რომელმაც, სავარაუდოდ, მას [მზიას დაკავების] შემდეგ შეაფურთხა.
მზია ცნობილია თავისი კრიტიკული ჟურნალისტური მასალებით, ის ამიტომაც გამოარჩიეს. შესაბამისად ჩვენი პოზიციაა, რომ ის უნდა გაათავისუფლონ, რათა არ იყოს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში, რომლის შესახებაც [მისი ადვოკატები და კოლეგები] საუბრობენ." — წერს გულნოსა საიდი.
" ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" მიიჩნევს, რომ სასჯელი, რომელიც მზია ამაღლობელს ემუქრება, არაპროპორციულია მის მიერ ჩადენილი ქმედების და გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იყო ბევრი შეტაკება პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის და მზიას მსგავს პოზიციაში მყოფ ადამიანებს არ მოექცნენ ისე, როგორც მზიას ექცევიან.
შეკითხვაზე, მზია ამაღლობელის საქმის დეტალებზე დაყრდნობით, შეუძლია თუ არა თქვას, რომ ის პოლიტპატიმარია, გულნოსა საიდი პასუხობს:
"ჩვენ, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში" არ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლითაც განვსაზღვრავთ არის თუ არა ვინმე პოლიტპატიმარი. მაგრამ თუ გადახედავთ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როდესაც საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ანუ პირი არის მიზანმიმართულად სამიზნეში ამოღებული თავისუფლების აღკვეთით, დაპატიმრებით ან სხვა უსამართლო მოპყრობით მათი, როგორც ჟურნალისტის, როგორც აქტივისტის, ან უფლებადამცველის საქმიანობის გამო — მაშინ ეს არის პოლიტიკური საქმე და ისინი პოლიტპატიმრები არიან.
ასე რომ, ბევრი ორგანიზაციის მიხედვით, მზია არის [პოლიტპატიმარი]. ბევრი ორგანიზაციაა, მათ შორის, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი", რომლებიც თვლიან, რომ ეს საქმე პოლიტიზირებულია და ის მიზანში ჰყავთ ამოღებული, გამორჩეული ჰყავთ თავისი და მისი კოლეგების ჟურნალისტური საქმიანობის გამო", — ამბობს ის.
ინტერვიუში საიდი ასევე საუბრობს საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე და აღნიშნავს, რომ მათ დაფიქსირებული აქვთ შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებს უსამართლოდ ექცეოდნენ, ან აპატიმრებდნენ პროტესტების დროს. მისი განმარტებით, მზიას და სხვა ჟურნალისტების შემთხვევები, რომლებიც მიზანში თავიანთი საქმიანობის გამო ამოიღეს და უსამართლოდ ექცევიან, აჩვენებს, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში ნათლად უკან მიდის.
"აქამდე ჩვენ საქართველოზე, როგორც რეგიონში სინათლის სხივზე და ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაზე ვსაუბრობდით. ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში ჟურნალისტებს ვესაუბრები, ვხედავ, რომ ისინი პროფესიონალები არიან, რომლებიც იმავე სტანდარტებით მუშაობენ, რითიც დასავლური მედია გამოცემები. ვისურვებდი, რომ ეს საქართველოში გაგრძელდეს. თუმცა, ახლა სერიოზულად გვაშფოთებს, რომ ეს ასე აღარ იქნება", — აცხადებს ის.
დამოუკიდებელი ჟურნალისტი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები