მოქალაქის ცნობით, საჯარო სამსახურიდან პოსტის "დაჰაჰავების" გამო გაათავისუფლეს
მოქალაქე ნინო ხაზალაშვილი Facebook პოსტს აქვეყნებს, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ის საჯარო სამსახურიდან პოსტის "დაჰაჰავების" მიზეზით გაათავისუფლეს.
"ბევრად უარესები ხდება ქვეყანაში, მაგრამ რადგანაც ამბავი ჯერ კიდევ დუღს, დავაკონკრეტებ — დიახ თანამოქალაქენო, გამათავისუფლეს, ჩემი ნებით არ წამოვსულვარ. მიზეზი ვერ დამისახელეს. რამდენიმე კვირის წინ დაინტერესდნენ, რომ თურმე პოსტი დამიჰაჰავებია.
მინდა გითხრათ, ნამდვილად არ იყო შემთხვევითი. კვირების განმავლობაში შეგნებულად გამოვხატავდი რეაქციებს სამოქალაქო აქტივიზმთან (!) დაკავშირებულ პოსტებზე და ველოდი როდის მომადგებოდნენ. მეტი არანაირი აქტივობა არ მქონია. არც სტატუსი დამიწერია, არც კომენტარი, არც გამიზიარებია რამე. შეგნებულად არ მინდოდა დამატებითი მიზეზის მიცემა. ბედის ირონიით ყველაზე უწყინარი პოსტის დაჰაჰავებით შეწუხდნენ. არანაირ კავშირში სისტემასთან, პოლიტიკასთან, კრიტიკასთან... მაგრამ, აბა, პარტიის მომღერლის აბუჩად აგდებას ხო არ "შემარჩენდნენ"?!
თან, რო არც მოვინანიე. ნწ!ნწ!
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ვემზადებოდი, მაინც არ მეჯერა პოსტის მოწონება/არმოწონების გამო თუ გამიშვებდნენ სამსახურიდან. წარბიც არ შეუხრიათ! გავაფორმეთ ერთთვიანი ხელშეკრულება და ოფიციალურად იანვრის ბოლოდან თავისუფალი ვარ. გული მწყდება, როგორ არ მწყდება. მთელი გული და სული ჩავდე ამ მუნიციპალურ ა(ა)იპში, DMO-დ რომ ქცეულიყო. რომ ვთქვა ძალისხმევა მენანება მეთქი, არც მენანება. განა 5 წლის წინ არ ვიცოდი სად მივდიოდი? მაგრამ მე ასე მწამს, ასე გამზარდეს, სანამ იმედის ნატამალი დაგვრჩენია და ძალა შეგვწევს, ყველამ ჩვენი წილი აგური უნდა დავდოთ ქვეყნის მშენებლობაში. ყველამ, ვისაც როგორ შეგვიძლია. დაგვინგრევენ? ავაშენებთ. ასე მოვსულვართ, ასე გავაგრძელებთ. რიგითი ხორცის ნაჭერი ნამდვილად ვერ გავხდები ჩემს სამშობლოში. სხვებსაც გირჩევთ, თუმცა ვერავის დაგაძალებთ.
ვიცი, ძალიან ბევრი განიცდით ამ ამბავს, ნაწილი გამოხატავს, ნაწილი თავს შეიკავებს. ჩემზე ნუ იღელვებთ, არ დავიკარგები. მთავარია, ჩვენი ლამაზი ქვეყანა დავალაგოთ", — წერს ნინო ხაზალაშვილი.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები