ოქუაშვილი: "მთავარის" გადასარჩენად საჭიროა დირექტორად ჟურნალისტებისა და საზოგადოებისათვის მისაღები პირი მოვიდეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იბერია
"მთავარი არხის" თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი არხის სახელით რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია ბიძინა ივანიშვილის მძევლები არიან, მათი უკანონო ფინანსური მაქინაციების გამო.
ოქუაშვილი ამბობს, რომ მის მიერ წარდგენილი დირექტორი "გიორგი ქურდაძე არ გახდა თანამონაწილე "მთავარ არხზე" მიმდინარე დანაშაულებრივი ქმედებებისა“.
NEWS.On.ge ზაზა ოქუაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მთავარი არხის" მხრიდან მორიგი შავი პიარის აგორება საეჭვოდ დაემთხვა სწორედ იმ დღეს, როდესაც ივანიშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ჩემს მიერ წამოწყებული პროცესის მორიგი სასამართლო სხდომები დაიწყო ლონდონში, სადაც კვლავ გრძელდება ჩემი სამართლებრივი ბრძოლა ივანიშვილის ხელისუფლების რეჟიმთან.
გვარამია და გაბუნია თავისუფალნი არ არიან თავიანთ განცხადებებში, რადგან არიან ივანიშვილის მძევლები, მათ მიერ ჩადენილი უკანონო ფინანსური მაქინაციების გამო, რამაც "მთავარი არხი" მიიყვანა ხელოვნურ გაკოტრებამდე.
"მთავარი არხის" ანგარიშებს ინკასო ადევს უკვე სამი წელია და ტელეკომპანია ვერ აწარმოებს ოფიციალურ გადარიცხვებს. ჩემს მიერ წარდგენილი დირექტორი გიორგი ქურდაძე არ გახდა თანამონაწილე „მთავარ არხზე“ მიმდინარე დანაშაულებრივი ქმედებებისა. ქურდაძის მოთხოვნა არხის მუშაობის კანონიერ ფარგლებში მოქმედებაა.
სარეკლამო კომპანია "ნიუ სეილსი", რომელიც ჩართული იყო ფულის გათეთრების მაქინაციურ სქემაში, გიორგი ქურდაძის მიერ მხილების შემდეგ აღარ თანამშრომლობს „მთავარ არხთან“ და შესაბამისად რეკლამაც არხზე შეჩერებულია.
ჩემი მოთხოვნა იყო მარტივი: გაბუნია, რომელმაც გარდა „მთავარ არხზე“ უკანონო ქმედებებისა თავი გამოიჩინა ჩემს მიმართ ცილისწამებითა და ტყუილებით, აღარ ყოფილიყო ამ არხის გენერალური დირექტორი. გაბუნიას სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ თავისი ცოლის – სოფიო ლილუაშვილის კანდიდატურა შემომთავაზა, რაზეც თავი შევიკავე.
კიდევ ერთხელ მივმართავ „მთავარი არხის“ 37%-იანი წილის ნამდვილ მფლობელს, ჩემთან ერთად მიიღოს მონაწილეობა უკანონობის გამოსწორებასა და „მთავარი არხის“ გადარჩენაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დუმილი „ქართული ოცნებასთან“ გარკვეული გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებს.
"მთავარი არხის" გადასარჩენად საჭიროა მის დირექტორად მოვიდეს ჟურნალისტებისა და საზოგადოებისათვის მისაღები პირი, რომელიც კანონიერად მართავს არხს.
გვარამია-გაბუნიას ეს დემაგოგიური შავი პიარიც, ჩემს წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" სარგებელს ემსახურება. კარგა ხანია ფარდა აეხადა გვარამიასა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის ფარულ გარიგებას და საზოგადოებას არც ახლა გაუჭირდება სიმართლეში გარკვევა“.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები