რეგიონული ჰაბი — თეგეტას ახალი მასშტაბური სერვისცენტრი გეზის ტერიტორიაზე
ფოტო: თეგეტა
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა
· მულტიბრენდული ფილიალი ერთდროულად 30-ზე მეტი დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების მომსახურებას შეძლებს
ამიერკავკასიის რეგიონში პირველად სატვირთო და კომერციული ავტომობილების, ასევე ავტობუსების მომსახურება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი. მრავალფუნქციური სერვისცენტრი თეგეტას ბრენდის ქვეშ თბილისის შემოვლითი გზის 36-ე კილომეტრზეა განთავსებული. გერმანული მწარმოებლის MAN-ის სტანდარტებით აშენებული ობიექტი, ადგილობრივთან ერთად, ტრანზიტულ ავტომობილებსაც მიღებს.
რეგიონული ჰაბი, რომელიც გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზის) ტერიტორიაზე ოთხ ჰექტარზე მეტს იკავებს, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ საავტომობილო სერვისს გააერთიანებს და, სარემონტო და დიზელის მომსახურებასთან ერთად, პირველად საქართველოში მომხმარებელს სატვირთოების მაღალი სტანდარტის სამღებრო-სათუნუქე და სამაცივრე სისტემების სერვისს შესთავაზებს.
რეგიონის მასშტაბით გამორჩეული ობიექტი, საერთო ჯამში, ოთხ ძირითად, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეს მოიცავს. სერვისცენტრის ყველაზე დიდი, შოურუმისა და სერვისის ძირითადი ნაწილი უკვე ამოქმედებულია. სრული დატვირთვით კი მომსახურების სივრცე მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამუშავდება. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ ლარს აჭარბებს.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ უკვე შესაძლებლობა გვაქვს, თეგეტას მულტიფუნქციურ სერვისცენტრში მომხმარებელს ვუმასპინძლოთ. რეგიონული მასშტაბის ობიექტი ჩვენი კომპანიისათვის ერთ-ერთი ისტორიული პროექტია, რომელიც მსოფლიო ბრენდისა და „თეგეტას“ სტრატეგიული პარტნიორის MAN-ის გაიდლაინების მიხედვით დაიგეგმა და აღიჭურვა. ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში გერმანულმა მწარმოებელმა ჩვენს ცენტრს უმაღლესი კატეგორია, A სტანდარტი მიანიჭა.
რეგიონში პირველობა თეგეტასათვის უცხო არ არის. პოზიციას არც ამ შემთხვევაში ვთმობთ და ამიერკავკასიაში პირველად მომხმარებელს სატვირთო და კომერციული ავტომობილების, ასევე ავტობუსების სრულ სერვისს ერთ სივრცეში ვთავაზობთ. საგანგებოდ შერჩეულ ლოკაციაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფანია, ავტომფლობელებს თანამედროვე, ევროპული დანადგარებით აღჭურვილ ცენტრში მომსახურების საუკეთესო პრაქტიკას გავუზიარებთ, რაც სრულიად ახალ ბიზნესპროცესს, სერვისის კიდევ უფრო გამარტივებასა და მეტ კომფორტს გულისხმობს. ამასთან ერთად, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის მონაკვეთზე, რომელიც წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტ სატვირთოს ატარებს, მსგავსი ობიექტის გახსნით საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლის ზრდას შევუწყობთ ხელს.
ყველა სარემონტო წერტილი, უახლეს დანადგარებთან ერთად, თანამედროვე იტალიური წარმოების ამწეებითა და სერვისის ორმოებით აღიჭურვა, რომლებიც გერმანული Balzer-ის ბრენდის ანალოგია და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოება და ეკოლოგიაზე ზრუნვა.
გარემოსდაცვითი კომპონენტი გათვალისწინებულია ასევე აგრეგატების სარეცხი უბნის ნაწილშიც. ამასთანავე, ჩვენთვის, როგორც მწვანე ინიციატივების კულტურის დამნერგავი კომპანიისთვის, საამაყოა, რომ ისტორიაში პირველად ინერგება სერვისი, რომელიც სახიფათო ნარჩენებისაგან დასვრილი აგრეგატების რეცხვას გულისხმობს. პროცესი სპეციალურ ოთახში შესაბამისი წესით წარიმართება და სრულიად უსაფრთხო იქნება როგორც თანამშრომლებისთვის, ისე გარემოზე ზემოქმედების კუთხით“.
თეგეტას სატვირთო და კომერციული სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ახალი ფილიალი 42 000 მ2 ფართობზეა განლაგებული და ფუნქციურად დატვირთულ ხუთ შენობა-ნაგებობას მოიცავს. A და B ბლოკები სერვისსა და ორ შოურუმს ეთმობა. C-ში Tegeta Truck&Bus, ასევე „თეგეტა აკადემიის“ ნაწილია განთავსებული, D ბლოკის პირველ სართულს ოთხი სამუშაო სივრცით მსუბუქი ავტომობილების სერვისი დაიკავებს, ხოლო მეორე სართულს - მოსასვენებელი სივრცე და კაფე. ცალკე მდებარეობს ტექნიკური შენობა, სადაც საკომუნიკაციო, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის მთავარი კვანძები განლაგდა.
ფოტო: თეგეტა
ამჟამად უკვე ექსპლუატაციაშია A ბლოკი, სადაც MAN-ის შოურუმი და ასევე მულტიბრენდული საავტომობილო სერვისია განთავსებული, რომელიც მაღალტექნოლოგიური დანადგარებითა და ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი.
საერთო ჯამში, 31 სამუშაო სივრციდან ამ დროისათვის ამოქმედებულია ოცდაორი და კომერციულ თუ სატვირთო ავტომფლობელებს ემსახურება. მოქმედებენ მობილური სერვისის მანის მიკროავტობუსებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სატვირთო და კომერციული ავტოტრანსპორტის მომხმარებელს ადგილზე გაუწევენ დახმარებას.
ამასთან ერთად, ხელმისაწვდომია სამაცივრე სისტემების სერვისი, რომელსაც ამერიკული კომპანია Thermo King-ის ოფიციალური წარმომადგენელი „თეგეტა ჰოლდინგი“ მომხმარებელს გამოცდილი მექანიკოსების დახმარებითა და უახლესი სპეცინსტრუმენტების გამოყენებით სთავაზობს.
ახალ ფილიალში გადავიდა და იქ განაგრძობს საქმიანობას Tegeta Truck&Bus, რომელიც MAN-ის ოფიციალური დილერია საქართველოში.
ფოტო: თეგეტა
ბექა ბერიძე, თეგეტა ჰოლდინგის სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: თეგეტას ახალი ფილიალი გამორჩეულია როგორც თავისი მასშტაბებით, ისე კონცეფციით. მომსახურების თანამედროვე ცენტრის მშენებლობის ყველა ასპექტში საერთაშორისო პრემიული ბრენდი MAN იყო ჩართული. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელმაც ობიექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე თავად მოინახულა, თქვა, რომ ეს არის ბრილიანტი MAN-ის გვირგვინში. ეს უმაღლესი შეფასება, თავის მხრივ, ცხადია, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა შენობის არქიტექტურული სტილიდან დაწყებული, მომსახურების მასშტაბისა და ხარისხით დამთავრებული. ვფიქრობთ, ამოცანას წარმატებით გავართვით თავი და პირველად საქართველოსა და რეგიონში სატვირთო და კომერციული ავტომობილების სრულ ავტოპარკს მოვემსახურებით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სერვისცენტრი მულტიბრენდულია და სხვადასხვა მწარმოებლის ავტომობილებს მიიღებს.
თუ MAN-ის მიერ ავტორიზებულ ჩვენს თავდაპირველ ცენტრში სულ 15 სამუშაო უბანი გვქონდა, ახლა ეს რაოდენობა 31-მდე გავზარდეთ. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო, რომ სატვირთოებისა და კომერციული ტრანსპორტის დიდი გაბარიტების გათვალისწინებით პროცესი ინდუსტრიულ სივრცეში გადმოგვეტანა, სადაც გადაადგილდებიან სატვირთოები თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის მიმართულებით თუ ევროკავშირის ქვეყნებიდან მომავალი ავტომანქანები. ეს არის სტრატეგიული გადაკვეთის წერტილი, რომელიც გასული წლის მონაცემებით 512 000-მა ტრანზიტულად მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა. ახლა ჩვენ სრული შესაძლებლობა გვაქვს იმისათვის, რომ მათ საავტომობილო სერვისი ერთ სივრცეში და კომფორტულ გარემოში შევთავაზოთ“.
თეგეტას ახალ ფილიალში მომსახურება განახლებული ბიზნესპროცესით წარიმართება. თითოეულ მომხმარებელს პერსონალური მრჩეველი დაეხმარება, რაც სერვისის მიღებას სწრაფსა და კომფორტულს გახდის. შესაძლებელი იქნება წინასწარ ჩაწერა როგორც ონლაინ, ისე სატელეფონო ზარის მეშვეობით.
სრული კომპლექსის მასშტაბური გახსნა 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამ დროისთვის ბოლო ეტაპი დასრულდება და ცენტრში მსუბუქი ავტომობილებისათვის განკუთვნილი სივრცეც გაიხსნება.
მანამდე კი თეგეტას ახალი ფილიალი მომხმარებელს ორშაბათიდან, შაბათის ჩათვლით, დილის 09:30-დან საღამოს 18:30-მდე მოემსახურება, ხოლო კვირას 09:30-დან 16:00 საათამდე. რაც შეეხება სწრაფ სერვისებს, მისი მიღება ავტომფლობელებს 00:00 საათამდე შეუძლიათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები