ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია სომხეთთან თანამშრომლობა, რათა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები
"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე იმყოფება. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
"ოცნების" პრემიერის თქმით, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პირველად ვმონაწილეობ როგორც თანათავმჯდომარე სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში, რომელიც უკვე მეთოთხმეტედ იმართება. რა თქმა უნდა, ეს ციფრებიც ხაზს უსვამს იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენ ორ ქვეყანას შორის. მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას და ასევე მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მაღალი და უმაღლესი დონის რეგულარული დიალოგი სხვადასხვა ფორმატებში და მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროში სათანადოდ აისახება ჩვენს გამორჩეულად წარმატებულ თანამშრომლობაზე და მოხარული ვართ, რომ ამ თანამშრომლობას აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული სიახლოვიდან, ჩვენი მეზობლობიდან. ჩვენს ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი. ეს არის გამორჩეული მეგობრობა, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ქართველ და სომეხ ხალხებს. ეს არის მრავალ ათასწლიანი კავშირები და სწორედ ამ კავშირებს, ამ მეგობრობას ეფუძნება ის მეგობრობა, რომელიც მთავრობებს შორის ურთიერთობებშიც არის გამოხატული. ეს ურთიერთობები პოლიტიკური თვალსაზრისით გადაითარგმნა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერაში, რაც ახალ ნიშნულზე აიყვანს საქართველოს და სომხეთის თანამშრომლობას და ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ პლატფორმას, ამ კომისიის სხდომას მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ და დავტვირთოთ არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები, გავაღრმაოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა და გამოვკვეთოთ თანამშრომლობის შესაძლო ახალი მიმართულებები", — განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. მისივე განცხადებით, საქართველო მზად არის აღნიშნულ საკითხებზე თანამშრომლობისთვის სომეხ მეგობრებთან და პარტნიორებთან.
"საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს მიმართ", — აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა ეფექტურად განაგრძობს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები