ჯო უილსონი და ჯეიმს მაკკლირი გაერთიანებულ სამეფოს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ
ფოტო: foreignpolicynews.org
კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ. ერთობლივ წერილს უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
წერილის ხელმომწერები არიან აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი (ლიბერალური დემოკრატები). წერილის თარგმანს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ატლანტიკის ოკეანისა და პოლიტიკური სპექტრის ორ სხვადასხვა მხარეს ვართ, გამოწვევა, რომელსაც ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, ერთობლივ, ტრანსატლანტიკურ და მრავალპარტიულ პასუხს საჭიროებს.
საგარეო მდივანო, მოგიწოდებთ, დაყოვნების გარეშე იმოქმედოთ და სანქციები დაუწესოთ ივანიშვილს, ოლიგარქ მჩაგვრელს, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პუტინის ჩარევას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოითხარა მის სუვერენიტეტს. შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის დეკემბერში დაუწესა სანქციები ივანიშვილს; ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიისთვის პატივისცემის სულისკვეთებაში, გაერთიანებულმა სამეფომ იგივე უნდა გააკეთოს" — წერია განცხადებაში.
ამასთან, წერილში არის მოთხოვნა გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან, გაყვეს შეერთებული შტატების მაგალითს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა "ფორმალურად" შეუჩეროს.
"ივანიშვილის "ქართული ოცნების" პარტიამ მთელ ერს ჩამოართვა დემოკრატიული უფლებები, დაუშვა პუტინის ჯიბეში საქართველოს კიდევ უფრო ღრმად ჩაძრომა. გაერთიანებული სამეფოს სანქციებს შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს, ვინაიდან ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს მნიშვნელოვანი აქტივები უკავიათ გაერთიანებულ სამეფოში მდებარე კომპანიების მეშვეობით. მეტიც, ივანიშვილის მთავარი პროპაგანდისტული საშუალება, "იმედი ტვ", გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირებული კომპანიის მფლობელობის ქვეშ მუშაობს. ეს უბრალოდ მიუღებელია.
მოვითხოვთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან, გაყვეს შეერთებული შტატების მაგალითს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმალურად შეჩერებით.
საგარეო მდივანო, მსოფლიო ახლა გაერთიანებულ სამეფოს შესცქერის, რათა აჩვენოს, რომ მყარად ვდგავართ საერთაშორისო სამართლის დაცვაში, და დაამტკიცოს, რომ ის რჩება გლობალურ ლიდერად მშვიდობისთვისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში - როგორც ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ვქენით.
საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ოპოზიციური ხმების ძალადობრივი ჩახშობითა და ჟურნალისტების დევნით გამოირჩევა, არ შეიძლება იგნორირებულ იქნას. სასწრაფო, ერთიანი და საერთაშორისო პასუხი უპირველესი მნიშვნელობისაა.
მხოლოდ ასეთი გაბედული ქმედებით შეგვიძლია პატივი ვცეთ და დავიცვათ ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები," — ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ წერილში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები