საია: ცვლილებები იწვევს დიპლომატიური სამსახურის სრულად პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებას
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებებს ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საია მიიჩნევს, რომ ცვლილებები მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიების და აცხადებს, რომ დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების უფლებრივი მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება.
"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში, რითაც უკანონოდ გააუარესა დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების უფლებრივი მდგომარეობა, რაც არის 2024 წლის დეკემბრიდან საჯარო მოხელეების მიმართ მიმდინარე რეპრესიების გაგრძელება და პირდაპირ იმეორებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დეკემბრის თვეში შეტანილ ცვლილებებს. განსახილველ შემთხვევაში, ფორმალური კანონიერების პრინციპიც კი უხეშად დარღვეულია სამინისტროს მიერ. ცვლილებების მიხედვით, ბრძანებამ, როგორც ქვემდგომმა აქტმა, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი იერარქიის საწინააღმდეგოდ გააუარესა ზემდგომი აქტით, ანუ, დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი სამართლებრივი მოცემულობა. ამასთან, შინაარსობრივად ცვლილებები იწვევს დიპლომატიური სამსახურის სრულად პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებას", — აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, როგორც, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, ისე მინისტრის ბრძანება, სრულად ეწინააღმდეგება პროფესიული საჯარო მოხელის კონცეფციას და, ფაქტობრივად, აუქმებს მოხელის იერარქიაში პირველი რანგის თანამდებობას. ორგანიზაციის შეფასებით, მოხელის კარიერულ განვითარებას მეორე რანგის იერარქიაზე აჩერებს.
"მსგავსი ცვლილებები არ არის თავსებადი პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტთან, რომელიც დაცული უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან და იყოს საჯარო სამსახურის სტაბილურობის გარანტი. ამასთანავე, აღნიშნული მოწესრიგება აჩენს მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური მანიპულირების სერიოზულ რისკს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონმა თავიდანვე გამიჯნა პოლიტიკური და აღმასრულებელი ფუნქციები, რათა საჯარო სამსახური პოლიტიკური გავლენებისგან დაეცვა. თუმცა, ამ ცვლილებებით სრულად იცვლება მიდგომა. პირველ რიგში, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები შესაძლოა აღნიშნულ პოზიციაზე პარტიული ლოიალურობის ნიშნით განმწესდნენ, ვინაიდან მათ განსხვავებით პროფესიული საჯარო მოხელისგან, აღარ მოეთხოვებათ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მეორე მხრივ, ამგვარად დანიშნული პირები დაექვემდებარებიან პოზიციიდან თვითნებურ გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ მათი მოსაზრებები პარტიულ ინტერესებთან თანხვედრაში აღარ იქნება. ეს, თავის მხრივ, დაუცველ მდგომარეობაში აყენებს როგორც დასაქმებულს, ასევე, თვითონ სტრუქტურას, რომლის ეფექტიანობა და თვითმყოფადობა მკაცრად არის დამოკიდებული პროფესიული კადრების სტაბილურობასა და მუდმივობაზე. საია მიიჩნევს, რომ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში შეტანილი ცვლილებები მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიების. კერძოდ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელეებმა, ასევე, გამოხატეს პროტესტი “ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ, რომელმაც შეაჩერა ევროკავშირში მოლაპარაკების პროცესი, ინტენსიურად დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლა, რაც, საბოლოოდ აისახა “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებებით. ხაზგასასმელია, რომ “საგარეო საქმეთა სამინისტროს” თანამშრომლები იყვნენ ერთ-ერთი პირველი საჯარო მოხელეები, რომლებმაც ღიად დაგმეს მიმდინარე მოვლენები, რასაც შედეგად მოჰყვა მათი და ზოგადად კრიტიკული აზრის მქონე საჯარო მოხელეების გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებები “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯადი ქმედებაა პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე. შესაბამისად, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, თუ ადგილი ასეთ იძულებასაც ექნება, საგამოძიებო ორგანოები ვალდებული არიან, აწარმოონ გამოძიება, ხოლო, საქართველოს პროკურატურამ, როგორც კონსტიტუციურმა ორგანომ, უნდა გაუწიოს ეფექტიანი ზედამხედველობა. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ ტიპის დანაშაულებზე, ზოგადად, საქართველოს პროკურატურა გულგრილია. იმ შემთხვევაში, კი, თუ დიპლომატიური თანამდებობის მქონე პირები ხსენებული ბრძანების საფუძველზე მიიღებენ შეთავაზებას მათი დანიშვნის საფუძვლის ცვლილებასთან და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს შეეწინააღმდეგება კანონს. ვინაიდან, კანონქვემდებარე აქტის კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში უნდა გავრცელდეს კანონის რეგულაციები, ხსენებულ ბრძანებასა და დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონის შორის წინააღმდეგობები ქმნის ბრძანების გასაჩივრებისა და ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, ისევე, როგორც, იმ შედეგების უკანონოდ მიჩნევის საფუძველს, რომელიც მოჰყვა ზემოთ ხსენებულ ბრძანებას სამართლებრივი შედეგის სახით.", — აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
საია მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს, ამოქმედდა თუ არა "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონთან შეუსაბამო 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით გათვალისწინებული რეგულირება 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები