ნიკა სიმონიშვილის თქმით, დადგენილება, რომლითაც მთავრობამ გზის ბლოკირება დანაშაულად გამოაცხადა, ძალაში 1-ლი თებერვლიდან შედის
ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge
იურისტ ნიკა სიმონიშვილის თქმით, მთავრობის მიერ 31 იანვარს მიღებული დადგენილება, რომლითაც გაფართოვდა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა და მათ სიაში შევიდა საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი საავტომობილო გზები, ძალაში 1-ლი თებერვლიდან შედის. ამის შესახებ მან NEWS.On.ge-სთან საუბრისას თქვა.
ამის მიუხედავად, სიმონიშვილის თქმით, დადგენილების შინაარსი არაკონსტიტუციურია, რადგან ეს არის ბლანკეტური აკრძალვა შეკრების თავისუფლების ნაწილში და პრობლემურია კონსტიტუციური თვალსაზრისითაც, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი და მისი შინაარსი შეიცვალა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რაც სრულიად არაკონსტიტუციური და დაუშვებელი პრინციპია.
"საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 31 იანვარს მიიღო დადგენილება, რომლითაც ცვლილება შეიტანა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხაში და შესაბამისად აქ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი საავტომობილო გზები შეიყვანა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხაში, რითაც მივიღეთ შემთხვევა და სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მოცემულობა, რომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების ბლოკირება ან ხელში ჩაგდება არის დანაშაული, ეს მოცემულობა შეიცვალა იმით, რომ ასევე საერთაშორისო გზების ბლოკირება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.
რაც შეეხება ამოქმედების ვადებს — ერთი ის, რომ სრულიად მიუღებელი პრინციპია და არაკონსტიტუციური, რომ კანონქვემდებარე აქტით ხდება სისხლის სამართლის დანაშაულის შინაარსის გაფართოება. ანუ მთავრობამ დადგენილებით გააფართოვა შინაარსი სისხლის სამართლის დანაშაულის და არა საკანონმდებლო ცვლილების, რაც თავის მხრივ სრული ანომალია და აბსურდი და არაკონსტიტუციური პრინციპია, მაგრამ თუ ჩვენ წმინდა ფორმალურად შევხედავთ როდის არის ეს ყველაფერი ამოქმედებული, ამ დადგენილებაში, რომელიც 31 იანვარსაა მიღებული, პირდაპირ წერია, რომ დადგენილება ამოქმედებულია გამოქვეყნებისთანავე, ანუ 1-ლი თებერვლიდან ეს დადგენილება არის ძალაში და ახალი შინაარსი სისხლის სამართლის კანონმდებლობის უკვე ძალაშია 1-ლი თებერვლიდან და არა მე-15 დღიდან, რადგან ნორმატიული აქტების შესახებ კანონში პირდაპირ არის მითითება, რომ მე-15 დღეს ძალაში შედის მხოლოდ საკანონმდებლო აქტები, ეს არ არის საკანონმდებლო აქტი, კანონი არ არის, ეს არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელზედაც პირდაპირ წერია ნორმატიული აქტების შესახებ ორგანულ კანონში, რომ გამოქვეყნებისთანავე შედის პირდაპირ ძალაში და შესაბამისად, ეს ნორმატიული აქტი 1-ლი თებერვლიდანაა ძალაში.
მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყოდი იმას, რომ, მართალია, ფორმალურად არის ძალაში შესული 1-ლი თებერვლიდან, მაგრამ მისი შინაარსი არაკონსტიტუციურია, რადგან ეს არის ბლანკეტური აკრძალვა შეკრების თავისუფლების ნაწილში და მეორე — პრობლემურია კონსტიტუციური თვალსაზრისით - ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსი და მისი შინაარსი შეიცვალა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რაც სრულიად არაკონსტიტუციური და დაუშვებელი პრინციპია", — განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები