გიორგი გოგინაშვილი: პოლიცია არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური — ფეხქვეშ გათელეს "კანონი პოლიციის შესახებ"
პროტესტის ნიშნად შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოსული გიორგი გოგინაშვილი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. გოგინაშვილი წერს, რომ პოლიცია არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური და "კანონი პოლიციის შესახებ" ფეხქვეშ გათელეს.
"პოლიცია არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური. ფეხქვეშ გათელეს: "კანონი პოლიციის შესახებ"
ფეხქვეშ გათელეს საქართველოს კონსტიტუცია.
ადამიანების დაკავება მოხდა გადაჭარბებული ძალის გამოყენებით, ცემით, ღირსების შელახვით, სიტყვიერი შეურაცხყოფით. მათ შორის ფიზიკურად იძალადეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალებსა და ჟურნალისტებს. თუ პოლიციელის ფორმა გაცვია, აღმაშენებელის ხეივანზე დგახარ და ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებ იცოდე რომ შენც ამ ყველაფრის თანამონაწილე ხარ, თუ ჩემი არ გჯერა, დროა გადაიკითხო "კანონი პოლიციის შესახებ". პოლიცია აღარ ასოცირდება სამართალდამცველთან. პოლიცია უგულებელჰყოფს კონსტიტუციას და ბრმად ემორჩილება ზემდგომის მითითებას მიუხედავად იმისა რომ "კანონი პოლიციის შესახებ" ამბობს:
"პოლიციელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში. პოლიციელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში უნდა აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან პროკურორს. პოლიციელს, რომელიც უარს ამბობს, შეასრულოს აშკარად უკანონო ბრძანება ან განკარგულება, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება; პოლიციელისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით".
ღირსებაზე აქვთ ხელი აღებული, ქართველობა აქვთ დაკარგული. ისტორია გაარჩევს ყველაფერს, ისტორია იტყვის თავის სათქმელს და შეგრცხვებათ საკუთარი შვილების, შვილიშვილების. თქვენს შვილებს შერცხვებათ თქვენი. უბრალოდ ერთი წამით გაიხადეთ ფორმა და გვერდიდან შეხედეთ ამ ყველაფერს.
რას გავხართ? რანაირად არ გრცხვენიათ. გაიხსენეთ, აკადემიაში რასაც გასწავლიდნენ ის ხართ? პოლიციის ფორმას რომ იცმევდით ისეთ პოლიციელობაზე ოცნებობდით როგორიც დღეს ხართ?
ბიძინამ რომ თქვას დღეს ყველა ვკეტავთ აღმაშენებელის ხეივანსო მასაც ასე დასჯით? მართლა ფიქრობთ რომ ქვეყნის სამსახურში ხართ?", — წერს გიორგი გოგინაშვილი.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები