საია: ვითხოვთ, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციას ეხმიანება.
საია-ს განცხადებაში წერია, რომ შეკრების თავისუფლებაში დღევანდელი ჩარევა უკანონო იყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულებრივი პრაქტიკა გრძელდება, რასაც საჯაროდ გავრცელებული კადრებიც ადასტურებს.
საია ასევე ითხოვს, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება, რადგან, გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს საპოლიციო ძალების ეფექტიან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანზე ზვიად ხარაზიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა.
"თბილისი მოლთან აქციის მონაწილეების მიერ მსვლელობის დაწყების შემდეგ, გზის გადაკვეთის პროცესში, სავალი ნაწილის გადაკეტვიდან (17:58) რამდენიმე წუთში, საპოლიციო ძალებმა გზის სავალი ნაწილიდან დემონსტრანტების გადაყვანა და მათი დაკავება დაიწყეს. პერიოდულად ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა ისეთ შევიწროებას, რაც ჭყლეტის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა. პოლიციის აღნიშნული ქმედებების შედეგად, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა ტვ პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია, რომლის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ამასთან, გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს პირთა დაკავების პროცესში პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა. ასევე, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების მზარდ სტატისტიკასთან ერთად, საგანგაშოა, რომ დემონსტრაციის მონაწილეები ჰყვებიან საპოლიციო ძალების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე, რომლებიც ხშირად ქალებს მიემართებათ.
პირველ რიგში, საია მიიჩნევს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა უკანონო იყო. თბილისში მომხდარის მსგავს შემთხვევაში, საქმეზე გეილანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეკრების თავისუფლების დარღვევა დაადგინა. აღნიშნულ საქმეში, რომელშიც დემონსტრანტები აქციას ერთ-ერთ მთავარ გზაზე მართავდნენ, პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო მყისიერად, აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებიდან 20 წუთზე ნაკლებ დროში. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები პოლიციამ მანამდე რამდენჯერმე გააფრთხილა, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება არ იყო იმ ხარისხის, რომ გაემართლებინა პოლიციის მხრიდან სწრაფი ჩარევა.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი შეკრება შესაძლოა იწვევდეს შეფერხებებს, მათ შორის, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, რის მიმართაც სახელმწიფომ ტოლერანტულობის გარკვეული ხარისხი უნდა გამოიჩინოს. იმის გათვალისწინებით, რომ მსვლელობის შედეგად ხდება მხოლოდ ერთ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება ბუნებრივად, მცირე დროით, აღნიშნული ვერ ჩაითვლება „მაგისტრალის ბლოკირებად” ან ყოველდღიური ცხოვრების იმ ხარისხის შეფერხებად, რომელიც არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება და, რომელიც შსს-ს მიერ შეკრების თავისუფლებაში ჩარევისთვის გამოყენებულ ზომებს ამართლებს.
გარდა შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევისა, გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულებრივი პრაქტიკა – კერძოდ, საჯაროდ გავრცელებული კადრები მოწმობს, რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ მიმართავს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას, რაც აბსოლუტურად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს და რაც, შსს-ს ჩვეულ ხელწერად იქცა. ტვ პირველის მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობს გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირი სამართალდამცავებს მიჰყავთ.
იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აქტივისტების მიმართ განხორციელებული წამება/არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიება ამ დრომდე მოწმობს მის არაეფექტიანობას, მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი დეპარტამენტის ზემდგომ პროკურორს, განახორციელოს გამოძიების მიმდინარეობაზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა და მყისიერად აცნობოს საზოგადოებას დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე მოქმედებები.
ამასთან, ვითხოვთ, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება, რადგან, გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს საპოლიციო ძალების ეფექტიან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანზე ზვიად ხარაზიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა; ასევე, 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციების კონტექსტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილი განმეორებითი და სისტემური დანაშაული იწვევს მის, როგორც მეთაურის პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები