SJC: აქციაზე ჩანდა აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) 2 თებერვალს თბილისი მოლთან გამართული აქციაზე მოქალაქეთა დაკავებას და საპოლიციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება და წერს, რომ გავრცელებულ კადრებში ჩანდა აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან და მოქალაქეების დასჯის და მათზე შურისძიების განზრახვით იყო მოტივირებული.
მათი თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ პოლიციელები მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას პოლიტიკური თუ სხვაგვარი კუთვნილების გამო.
"2025 წლის 2 თებერვალს თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაანონსებული აქციის დროს, საპოლიციო ძალებმა პროტესტის მონაწილეებს მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების საშუალება არ მისცეს, გაურკვეველი გარემოებების საფუძველზე დააკავეს რამდენიმე მათგანი, მათ შორის, პოლიტიკოსები და იძალადეს მათზე.
16:00 საათზე მოქალაქეებმა თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს შეკრება, სადაც საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. 17:00-იდან, მათ მარშით შეუერთდა სტუდენტების აქცია, რომელიც პროტესტის ძირითადი ლოკაციისკენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ტერიტორიიდან დაიძრა. მედიისა და აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი ჯგუფის გაერთიანების შემდეგ, აქციის მონაწილეები მარშით ჯერ საქალაქო სასამართლოს, ხოლო შემდეგ რუსთაველის მოედნის მიმართულებით აპირებდნენ გადაადგილებას.
ადგილზე ვითარება დაახლოებით 17:30-იდან დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მარშით გადაადგილება დაიწყეს თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიისა და ზაჰესის დამაკავშირებელი გზით, საქალაქო სასამართლოს მიმართულებით. დემონსტრანტთა ნაწილმა, მოახერხა გზის სავალი ნაწილის მეორე მხარეს გადასვლა, რის შედეგადაც, აღმაშენებლის ხეივანი რამდენიმე წუთით სრულად ჩაიკეტა პოლიციის კორდონის მიერ. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეთა დიდ ნაწილს პოლიციამ შეუზღუდა როგორც შეკრების, ასევე გადაადგილების თავისუფლება და თბილისი მოლის ტერიტორიაზე კორდონში მოაქცია. პოლიციელები პერიოდულად აკავებდნენ მოქალაქეებს, მათ შორის, დააკავეს გიგი უგულავა და ნიკა მელია. ამ დრომდე უცნობია მათი დაკავების ზუსტი საფუძვლები. დაკავების პარალელურად, სოციალურ ქსელებში გავრცელდა პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები:
რამდენიმე შემთხვევაში, მასალებში ჩანს, თუ როგორ უსწორდება აქციის მონაწილეებს ძალოვანთა ჯგუფები. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ასახულია როგორ ურტყამს რამდენიმე პოლიციელი წრეში მოქცეულ ადამიანს თავის არეში.
აქციის მიმდინარეობისას, ხეივანზე მიმავალი მანქანები სოლიდარობას მანქანის სიგნალით გამოხატავდნენ. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში, ჩანს, რომ პოლიციამ მანქანა ალყაში მოაქცია და მის დაზიანებას, ასევე, მძღოლის მანქანიდან გადმოყვანას შეეცადა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ 5 დაკავებულ აქტივისტს მიღებული დაზიანებებისგან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა ტვ პირველის ოპერატორიც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ის ერთ-ერთი მოქალაქის დაკავების კადრებს იღებდა, როდესაც პოლიციამ ჭყლეტაში მოაყოლა.
ძალოვანი უწყებების გუშინდელმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დემონსტრაციების დროს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტება და აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი ანგარიშსწორება უკვე ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა. გუშინ გავრცელებულ კადრებში ჩანდა აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან და მოქალაქეების დასჯის და მათზე შურისძიების განზრახვით იყო მოტივირებული. გარდა ამისა, განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ პოლიციელები მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას პოლიტიკური თუ სხვაგვარი კუთვნილების გამო. სამართალდამცავი უწყებების ამგვარი იდეოლოგიზება უხეშად არღვევს პოლიციის ნეიტრალიტეტის პრინციპს და ქმნის სახიფათო ნიადაგს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის.
ამასთან, კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი, რომ ნიღბიანი ძალოვნები, რომლებიც იდენტიფიცირებადიც არ არიან, რაც, თავის მხრივ, ადამიანის უფლებების სტანდარტების უხეში დარღვევაა, დაუსჯელობის სრული გარანტიით სარგებლობენ. ამ დრომდე, არავინ დასჯილა 28 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო აქციებზე სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ასობით ფაქტების გამო. უფრო მეტიც, ამ დრომდე არ არის ცნობილი ინფორმაცია რომელიმე მოძალადე სპეცრაზმელის იდენტიფიცირების შესახებ და უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ დაგეგმილ აქციამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს არ შეკრებილიყვნენ თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან მათი განცხადებით, ამ ტერიტორიაზე გზის გადაკეტვა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ცვლილება, რომლის საფუძველზეც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები სტრატეგიულ ობიექტად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ნაჩქარევად, ზუსტად აქციამდე 2 დღით ადრე, 31 იანვარს, მას შემდეგ შევიდა, რაც აქცია უკვე დაანონსებული იყო. ხელისუფლების მიერ გზის გადაკეტვის ამ ფორმით კრიმინალიზება არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს საბაზისო პრინციპს, არ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს. ამასთან, გზის გადაკეტვის ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც არ ითვალისწინებს შეკრების მონაწილეების რაოდენობას და დემონსტრაციის თანმხლებ გარემოებებს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლების სტანდარტს", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები