ლონდა თოლორაია

4 Feb. 2025, 18:10

"ეს ისტერიული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას, ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვას, მოწმობს, რა თქმა უნდა, იმას, რომ მათთვის [ქართული ოცნება] ძალიან დიდი დისკომფორტია ის, რაც ხდება ქვეყანაში. ადამიანის უფლებების მხრივ, ის რაც ხდება ბოლო პერიოდი, არის გაუგონარი უკუსვლა. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში აქტიურად დაიწყო უკან გადადგმული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. თუმცა, ის, რასაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში ნიშნავს, რომ ყველა წითელ ხაზს გადასცდნენ.
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, იყო 90 დღე, ოცნებამ შეცვალა, შეამცირა ეს, თქვეს რომ ეს იყო არაპროპორციული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. განმარტებით ბარათში, რომელიც ამავე ხელისუფლების დაწერილია, წერია, რომ ეს პრაქტიკა და ამდენი ხნით ადმინისტრაციული პატიმრობა, არ არის საერთაშორისო სტანდარტებთან და დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკა. ახლა გვეუბნებიან, რომ მათივე შეცვლილი პრაქტიკა ისევ უნდა გაზარდონ, ანუ უბრუნდებიან იმ მახინჯ პრაქტიკას, რაც ამ მიმართულებით იყო. იმდენად აგონიაში არიან, რომ მგონი ავიწყდებათ თვითონ რა გააკეთეს წარსულში და ჩვენ ვუბრუნდებით ძალიან ცუდ ნიშნულებს."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…