სპეციალური პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფოტო: გელა მთივლიშვილი
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბათუმელების ადა ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის კლინიკაში "ვივამედში" გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება წერს, რომ ამაღლობელმა განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბრალდებულ მ.ა.-ს კლინიკა "ვივამედში" გადაყვანასთან დაკავშირებით.
ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა "ვივამედში" გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.
ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.
ბრალდებული მ.ა. ამ ეტაპზე, რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატორულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.
განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი.
მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან", — ნათქვამია განცხადებაში.
მზია ამაღლობელი კლინიკაში 4 თებერვალს გადაიყვანეს. როგროც "ფორმულასთან" საუბარში "ვივამედის" დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, პაციენტს ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ანალიზის შედეგების ნახვის შემდეგ, პაციენტი აგრძელებს მკურნალობას სტაციონარის პირობებში.
"...კლინიკა "ვივამედში" საღამოს საათებში შემოყვანილი იქნა პაციენტი მზია ამაღლობელი. მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ანალიზის შედეგების ნახვის შემდეგ, პაციენტი აგრძელებს მკურნალობას სტაციონარის პირობებში.
პაციენტი ჩვენთან შემოვიდა კონტაქტური, ადეკვატური, გონების კარგვის ეპიზოდი კლინიკაში არ ყოფილა. მისი გადმოცემით, მას არ აღუნიშნავს გონების კარგვის ეპიზოდი. მას ჰქონდა გარკვეული ჩივილები, რაც ზოგადად ახასიათებს შიმშილის ეფექტს და აქედან გამომდინარე, ჩატარებული იქნა ყველა აუცილებელი კვლევა, რაც საჭიროა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩივილებს, რაც დამახასიათებელია, კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ, მაგრამ რაც ზოგადად ახასიათებს შიმშილის ეფექტს. სტაბილურია, კონტაქტურია.
შეთავაზებული იქნა ინფუზიური თერაპია, რასაც პაციენტი დათანხმდა და ჩაუტარდა. შეფასდება მისი მდგომარეობა და მდგომარეობიდან გამომდინარე შემდეგ უკვე გეტყვით, რა და როგორ, ანუ, გადაწყდება, გააგრძელებს კიდევ რამდენიმე დღე [კლინიკაში მკურნალობას] თუ როგორ იქნება.
რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები არის ანალიზებში, კიდევ განვმეორდებით, ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები, თუ საჭირო გახდება, ინსტრუმენტული კვლევებიც და მისი მდგომარეობის შესაბამისად, შემდგომ გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა და ხანგრძლივობა" — განაცხადა "ფორმულასთან" საუბარში "ვივამედის" დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები