საბერძნეთის საევროვიზიო სიმღერას თურქეთში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა
ფოტო: ERT
"ისტორიული სინამდვილის მიჩქმალვის მორიგი მცდელობა", — ასე აფასებს ბერძნული მედია რეაქციას, რომელიც საბერძნეთის საევროვიზიო სიმღერის შერჩევას მოჰყვა თურქეთში. საბერძნეთს წლევანდელ ევროფესტივალზე 22 წლის მომღერალი კლავდია წარადგენს, სიმღერით Asteromáta. კლავდიამ, რომელსაც პონტოური წარმომავლობა აქვს, შიდაშესარჩევ კონკურსზე აღნიშნა, რომ სიმღერა მათზეა, ვინც "სამშობლო დაკარგა". ხოლო მას შემდეგ, რაც ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკონკურსო კომპოზიცია პონტოელების გენოციდს ეხებოდა, თურქეთში საკითხის განხილვა მოითხოვეს.
"ჩვენ დავუკავშირდით თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათ კი გვაცნობეს, რომ სიმღერას შეისწავლიან და თურქეთის უკმაყოფილებას უმაღლეს დონეზე გამოხატავენ", — წერს ევროვიზიის ყველაზე დიდი ფანგვერდი X-ზე.
პონტოელების გენოციდად მოიხსენიება პონტოს რეგიონში (დღევანდელი თურქეთის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში) მცხოვრები ბერძნების მასობრივი ხოცვა, დევნა და დეპორტაცია ოსმალეთის იმპერიაში 1914 წლიდან 1923 წლამდე. გაეროს მონაცემებით, იმ პერიოდში 350 ათასამდე პონტოელი ბერძენი დაიღუპა. საბერძნეთის პარლამენტმა პონტოელების გენოციდი ოფიციალურად 1994 წელს ცნო და მისი ხსოვნის დღედ 19 მაისი დააწესა. საბერძნეთის გარდა, პონტოელი ბერძნების გენოციდს აღიარებს შვედეთი, ნიდერლანდები და სომხეთი.
თუმცა, გავრცელებული ცნობების მიუხედავად, კლავდია ამტკიცებს, რომ თავისი სიმღერა კონკრეტულ მოვლენაზე არაა და ის მხოლოდ "სამშობლოს მოწყვეტილი" ადამიანების ტკივილს გამოხატავს, ეს კი თავად მომღერლისთვისაც ნაცნობი გრძნობაა.
"ისეთი სიმღერის დაწერა გვინდოდა, რომელთანაც თავს გავაიგივებდი", — ამბობს საბერძნეთის წარმომადგენელი წლევანდელ ევროვიზიაზე, — "სიმღერა სამშობლოს მოწყვეტასა და ლტოლვილად ქცევაზეა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ნაცნობი განცდაა: დაწყებული საკუთარი ბებია-ბაბუების ამბებით, დამთავრებული იმ ხალხით, რომელიც დღეს ჩამოდის საბერძნეთში უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. ჩემს ოჯახს პონტოური წარმომავლობა აქვს, ისინი ლტოლვილები არიან. ბებიაჩემი ყოველთვის მიყვებოდა თავის ოჯახზე, როგორ დატოვეს საკუთარი სახლ-კარი და წავიდნენ საბჭოთა კავშირში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ, საბერძნეთს კი მხოლოდ 1991 წელს დაუბრუნდნენ".
აღსანიშნავია, რომ ევროვიზიის წესები მკაცრად კრძალავს საკონკურსო სიმღერაში პოლიტიკური ქვეტექსტის გამოყენებას. თუმცა, ეს წესი ყოველთვის ერთნაირად არ სრულდება. მაგალითად, 2009 წელს საქართველოს კონკურსის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც ორგანიზატორებმა პოლიტიკურად მიჩნეული სიმღერის ტექსტის შეცვლა მოითხოვეს. თუმცა, 2016 წელს უკრაინამ გამარჯვება სწორედ პოლიტიკური დატვირთვის მქონე სიმღერით მოიპოვა.
საბერძნეთის გარდა, 2025 წლის ევროვიზიაზე, რომელსაც მაისში შვეიცარიის ქალაქი ბაზელი უმასპინძლებს, 36 ქვეყანა იასპარეზებს. თურქეთი უკვე 13 წელია, ევროფესტივალზე აღარ მონაწილეობს და ამის ერთ-ერთ მიზეზად კონკურსის ინკლუზიურობას ასახელებს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები