თეა წულუკიანი

6 Feb. 2025, 14:42

"საუბარია თავდასხმაზე. თავდასხმა ვერ იქნება ყველანაირი გამონათქვამი. თავდასხმა თავის თავში, რა თქმა უნდა, მოქმედებას გულისხმობს, მაგრამ ეს ვერ იქნება, მაგალითად, თუ ვინმე მეტყვის - შე ლილიპუტო, ან რამე რაღაცამდაგვარს, რაც ხშირად გვსმენია, მონა და ა.შ.

მე არ მგონია, რომ ასეთი ტიპის თავდასხმაზეა საუბარი, თავდასხმა შეიძლება იყოს ვერბალურიც, მაგრამ უნდა იყოს თავდასხმის მახასიათებლებიც. მე თუ ასეთ "თავდასხმებს" არ აღვიქვამ სერიოზულად, მე თვითონ გამიჭირდება, ამას მივცე თავდასსხმის კვალიფიკაცია, მაგრამ აქაც იგივეა, რაც წინა შემთხვევაში — საჯარო მოხელეებში, მოსამსახურეეებში, ძალოვან სტრუქტურებშიც კი და პოლიტიკური თანამდებობის პირებში არის დაუცველობის სრული განცდა. ეს ძალიან ცუდია სახელმწიფოსთვის.

მე რა თქმა უნდა, მაქვს როგორც ერთ პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება და მგონია, რომ ყველაფრით, უკვე მეცამეტე წელია, დავამტკიცე, რომ ამ თმენის ვალდებულებას ღირსეულად ვუსწორებ მე პირადად თვალს, მაგრამ არანაირი ამგვარი თმენის ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს ჩემი ოჯახის წევრებს... მათ არ აურჩევიათ საჯარო პირად ყოფნა, შესაბამისად, როდესაც თქვენი კოლეგაბ ტელევიზიები არაერთხელ დარეკავენ კარზე ზარს, მოხუც მშობელს ჰგონია, რომ სტუმარი მოვიდა, გააღებს კარს და ოჯახში იჭრება ოპერატორი და ჟურნალისტი, დარბის ოთახიდან ოთახში, აი, ამაზე უნდა კარგად ვიმსჯელოთ, სამოსამართლო პრაქტიკა უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ცალსახად არის პირად სივრცეში შეჭრა და ეს უნდა ისჯებოდეს მკაცრად".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…