"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები ოცნების პარლამენტმა მეორე მოსმენით გარკვეული დათქმებით მიიღო
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონის პროექტი მეორე მოსმენით გარკვეული დათქმებით მიიღო.
იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ “რიგი პროცედურული საკითხების უკეთ გააზრების თვალსაზრისით” შესთავაზა დამსწრეებს, რომ დამატებითი კონსულტაციები გამართონ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის მე-8, მე-10, მე-11 და მე-12 ნაწილების კენჭისყრა გადადონ მესამე მოსმენის ფორმატში
"იმისთვის, რომ გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ისევ და ისევ ადამიანის უფლებათა ჭრილში რომ შევხედოთ საკითხს და მეტი გარანტიებისთვის, ასევე რიგი პროცედურული საკითხების უკეთ გააზრების თვალსაზრისით გთავაზობთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის მე-8, მე-10, მე-11 და მე-12 ნაწილების კენჭისყრა გადავდოთ მესამე მოსმენის ფორმატში როდესაც გვექნება განხილვა, მაშინ განვიხილოთ.
ამავდროულად, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხები შესაძლებელია შეეხოს განსჯადობის ნაწილსაც, გთავაზობთ, გამომდინარე კანონებში პირველი მუხლის კენჭისყრები გადავდოთ. ამ დათქმით ვუყაროთ კენჭი, გავმართოთ კენჭისყრები და საბოლოოდ შეჯამებული ტექსტი გამოვიტანოთ კენჭისყრაზე", – განაცხადა გორდულაძემ.
როგორც პუბლიკა წერს, მუხლები, რომლებიც არჩილ გორდულაძემ დაასახელა, შემდეგია:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის მე-8 ნაწილი გულისხმობს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლში შესატან ცვლილებებს.
• შემოთავაზებული ცვლილებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა/სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.მოქმედ კანონში განსაზღვრულია 3000 ლარამდე ჯარიმა და 15 დღემდე პატიმრობა.
• სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.
მე-10 ნაწილი გულისხმობს შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევას
• შემოთავაზებული ცვლილებით,შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-ის ნაცვლად 2000 ლარის ოდენობით.ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე.სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე. მოქმედ კანონში მხოლოდ 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული.ადმინისტრაციული შენობების, გზების და მაგისტრალების ბლოკირების ან შეკრებებზე ძალადობისკენ მოწოდების, აკრძალული ნივთების ქონის, გზის გადაკეტვის შემთხვევაში გათვალისწინებულია დაჯარიმება 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 15 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.მოქმედ კანონში გათვალისწინებულია 5000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა.
აქციაზე სახის დაფარვის და ლაზერის ტარების შემთხვევაში – დაჯარიმება 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
გაჩნდა ჩანაწერი ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
თუ შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევის გამო სამართალდამცველმა შეკრების შეწყვეტა მოითხოვა, ასეთ შეკრებაში მონაწილეობა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
მე-11 და მე-12 ნაწილი განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების და შსს-ს ორგანოების განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეებს.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. მას მესამე მოსმენით დღესვე დაამტკიცებენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები