DRC: ,,ქართული ოცნებამ“ ფაქტობრივად ცენზურის დაკანონება დააანონსა
დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC) ეხმაურება ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ მედიისადმი ახალი რეპრესიული კანონმდებლობის დაანონსებას.
მათი შეფასებით, პარტია დაანონსებული კანონპროექტებით ცდილობს, არა მხოლოდ შეზღუდოს, არამედ სრულად გააქროს ქვეყანაში განსხვავებული და კრიტიკული აზრი. დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული, უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სტანდარტებს, — წერს DRC.
"ქართული ოცნებამ ფაქტობრივად ცენზურის დაკანონება დააანონსა - კანონპროექტის მიხედვით, დგინდება "მედიის ობიექტურობის დაჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები". აღნიშნული ნიშნავს, რომ საინფორმაციო საშუალებებში აიკრძალება ისეთი იდეებისა და ცნობების გავრცელება, რომელიც პარტიულ ინტერესებში არ შედის, მაშინ როცა დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის
ამასთან, არც ერთ კანონსა და კანონქვემდებარე აქტში აღარ იარსებებს ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ასევე იგეგმება ე.წ რუსული კანონის გამკაცრება და დაუყოვნებლივ დაიწყება აღნიშნული კანონის აღსრულების პროცესი.
ქართული ოცნება ყოველდღიურად ცდილობს გამკაცრებული კანონებითა და რეპრესიული პოლიტიკით გააქროს თავისუფალი და პროევროპული ინსტიტუტები, რომელთა საქმიანობა რეალური ინფორმაციისა და კრიტიკული აზრის გავრცელებით, დემოკრატიული პროცესების განვითარებას უკავშირდება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში მსჯელობს გამოხატვის უფლების შეზღუდვის საკითხებზე და ამბობს, რომ სიტყვისა და გამოხატვის უფლება მოიცავს, მათ შორის, ისეთი მასალის გამოქვეყნებას/გავრცელებას, რომელიც არ არის მისაღები რომელიმე მხარისთვის, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნის არსებობის დროს.
ქართული ოცნების დაანონსებული მძიმე კანონპროექტები ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ეუთოს, ევროპული საბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, რომლის მიხედვით, დაუშვებელია სიტყვისა და გამოხატვის უფლების არაპროპორციული შეზღუდვა და ცენზურის დაწესება. დაანონსებული კანონპროექტები დიქტატურის დამყარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია," — განაცხადა დემოკრატიის კვლევის ცენტრმა მამუკა მდინარაძის დაანონსებულ კანონპროექტზე.
შეგახსენებთ, 5 თებერვალს, ქართულმა ოცნებამ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაზღუდად ახალი კანონების მიღება დაანონსა. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოცნება მედიისთვის ახალ კანონს მიიღებს, რომლითაც დადგინდება "ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები".
"მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები