ნენსი ვოლანდი: სისტემის უსამართლობა როცა გაშიშვლებს, ბევრად უხერხულია და უსამართლობისგან ყველაფერი გეწვის
ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი, Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს დღეზე, როცა მისი სახლი პოლიციამ გაჩხრიკა. სამოქალაქო აქტივისტი იხსენებს, რომ პირადი ჩხრეკისას ქალმა პოლიციელებმა მას ტანსაცმლის სრულად გახდა მოსთხოვეს.
"პირველ რიგში, ჩემს სახლში შემოვიდა ორი ქალი პოლიციელი, ვინც პირადი ჩხრეკა ჩაატარა და ეს იყო პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე როცა მითხრეს რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო. კი ექიმთან ვარ ნამყოფი, მაგრამ სისტემის უსამართლობა როცა გაშიშვლებს, ბევრად უხერხულია და უსამართლობისგან ყველაფერი გეწვის", — წერს ნენსი ვოლანდი.
გარდა ამისა აქტივისტი საუბრობს ნივთებზეც, რომლებიც პოლიციამ მისი სახლიდან წაიღო — მათ შორისაა ბაბუამისის ნაქონი ძველებური ფოტოაპარატიც, რომელსაც აქტივისტისთვის მნიშვნელოვანი ემოციური დატვირთვა აქვს. წაღებულია სახლის კამერაც, რომელიც შეიცავს ვოლანდის პირად კადრებსაც.
"სახლში მქონდა ბაბუაჩემის ნაქონი ორი 60იანი წლების ძველებური კამერა, რომელშიც ფირიც კი არ იყო. როცა მკითხეს რა არის, ვუთხარი და ალბათ ჩემს თვალებში ან ხმაში განსაკუთრებული სიყვარული დაინახეს და ეგრევე სტაცეს ხელი, რომ უფრო გავეტეხე ფსიქოლოგიურად.
წაიღეს სახლის კამერა, რომლითაც პაწიკოებს ვუყურებდი, როცა სამსახურში ან აქციაზე ვიყავი, შესაბამისად ეს კამერა ჩემს პირად კადრებს შეიცავს", — წერს ნენსი ვოლანდი.
"დაიტოვეს" დამფუძნებელი საუბრობს იმაზე, რომ მეორედ ჩატარებული ჩხრეკა, გარდა ჩამოთვლილი ფაქტებისა, მნიშვნელოვნად მოქმედებს ფსიქოლოგიური ზეწოლის კუთხითაც, რადგან სამუშაოდ აუცილებელი ტექნიკის წართმევა ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს.
"მეორე წრეზე წამართვეს ტექნიკა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი ფინანსური მდგომარეობისთვის და ზუსტად იციან ეს. ამჯერად ჩემი კომპიუტერიც, რომელშიც ყველა ჩემი ნახატი ინახება და ის პროექტი რომელზეც ვმუშაობდი", — წერს აქტივისტი.
ნენსი ვოლანდის პოსტს გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ გაშიშვლების პრაქტიკას პოსტზე ყოფნისას აკრიტიკებდა და ანგარიშებშიც აღნიშნავდა, თუმცა სახელმწიფოს ამაზე რეაგირება არ ჰქონია.
"სახალხო დამცველის ანგარიშებში ამაზე ვწერდით მეც და ჩემი წინამორბედიც, რადგან პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ეს უკანონობა გამოავლინა. და რა გააკეთა სისტემამ? ქალთა კოლონიაში ქალი პატიმრები ააჯანყა სახალხო დამცველის წინააღმდეგ, თითქოსდა სიცრუეს ვავრცელებდით", — წერს ნინო ლომჯარია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები