"ეგ არ ძვრება-მეთქი" — The Brutalist-ის ვიზაჟისტს ედრიენ ბროუდის ცხვირი გრიმის ნაწილი ჰგონებია
ფოტო: Lol Crawley / AP
გრიმი მხატვრული ფილმის შექმნის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის არა მხოლოდ პერსონაჟის ვიზუალურ მხარეს გამოკვეთს, ეხმარება კიდეც მსახიობს როლის გათავისებაში. თუმცა, ზოგჯერ ფილმის ვიზაჟისტსაც შეიძლება შეცდომა მოუვიდეს...
წლევანდელი ოსკარის ნომინანტი ფილმის, The Brutalist-ის, ვარსკვლავმა ედრიენ ბროუდიმ გადაღებებიდან ერთი სახალისო ისტორია გაიხსენა. ჯიმი ფელონის შოუში სტუმრობისას, ამერიკელი მსახიობი მოჰყვა, როგორი მონდომებით ცდილობდა ფილმის ვიზაჟისტი, მისი ნამდვილი ცხვირი "მოეხსნა".
"მთელი გულმოდგინებით მუშაობდა წებოს მოსაცილებლით, როცა ვკითხე, მაგის [ცხვირის] მოხსნას ცდილობ-მეთქი?", — იხსენებს ბროუდი, — "კიო, მიპასუხა. ეგ არ ძვრება-მეთქი".
კინოვარსკვლავის თქმით, დარცხვენილმა ვიზაჟისტმა მოგვიანებით მოუბოდიშა და უთხრა, რომ ამ შემთხვევას თავის დღიურში ჩაწერდა.
ბრუტალისტში ბროუდი მთავარ როლს ასრულებს და ასახიერებს გამოგონილ არქიტექტორს, უნგრელ ებრაელ ლასლო ტოტს, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩება და აშშ-ში "ამერიკული ოცნების" ასახდენად გაემგზავრება. ფილმში ბროუდის სახასიათო გარეგნობაზე რამდენჯერმეა ხაზი გასმული და აღნიშნულია, რომ ცხვირი პერსონაჟმა საკონცენტრაციო ბანაკში გაიტეხა. თუმცა, რეალობაში მსახიობმა ცხვირი სამჯერ გაიტეხა, მათგან ერთ-ერთი შემთხვევა კი სპაიკ ლის 1999 წლის ფილმს Summer of Sam და ჩხუბის სცენის გადაღებას უკავშირდება.
ბრუტალისტი, ბრედი კორბეის ისტორიული დრამა, წლევანდელ ოსკარზე 10 ნომინაციაშია წარდგენილი, მათ შორის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ფილმის კატეგორიებში. ოსკარის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება ბროუდიც, რომელმაც ფილმში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიპოვა.
თუმცა, ამერიკული კინოინსტიტუტის მიერ 2024 წლის 10 საუკეთესო ფილმს შორის დასახელებულმა ბრუტალისტმა კრიტიკაც დაიმსახურა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამო.
ფოტო: Universal Pictures
აღსანიშნავია, რომ გრიმიორები ხელოვნურ ცხვირს ხშირად იყენებენ ფილმებში ისტორიული ფიგურების უკეთ წარმოსაჩენად. მაგალითად, ცხვირის პროთეზი ეკეთა მერილ სტრიპს, როცა ფილმში რკინის ლედი მარგარეტ თეტჩერი განასახიერა (და ოსკარიც დაიმსახურა). ოსკარი მიიღო ნიკოლ კიდმანმაც, რომელმაც ვირჯინია ვულფზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში საათები ასევე ხელოვნური ცხვირი მოირგო. მაშინ ჯილდოს წარმდგენმა დენზელ ვაშინგტონმა იხუმრა კიდეც, კიდმანმა ოსკარი ცხვირით მოიგოო.
რიგ შემთხვევაში გრიმის ეს ნაწილი საკამათოდაც მიიჩნევა ხოლმე. მაგალითად, მწვავე კრიტიკა მოჰყვა ბრედლი კუპერის მიერ ცხვირის პროთეზის გამოყენებას ამერიკელ ებრაელ კომპოზიტორზე, ლენარდ ბერნსტაინზე, გადაღებულ ფილმში მაესტრო. ფილმის შემოქმედებითი გუნდი მაშინ ანტისემიტიზმსა და ებრაელების სტერეოტიპულად წარმოჩენაში დაადანაშაულეს.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები